როგორც შეატყობდით Apple-ის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო და თვალსაჩინო პროექტი, სწორედ ახალი ყურსასმენებია. ჩვენ საყვარელ კომპანიას იმისათვის რომ კონკურენტებისა და გულშემატკივრების წინაშე კარგად წამსდგარიყო, ბევრი ანატომიური, მუსიკალური და საინჟინრო აპსექტების შესწავლა მოუხდა.
Apple-ის ინდუსტრიული დიზაინის ვიცე-პრეზიდენტის Evans Hankey-ს თქმით AirPods Max-ზე მუშაობა კომპანიისთვის დიდი გამოწვევა იყო. Apple-ის დიზაინერთა გუნდმა გადაწყვიტა რომ ამისთვის ძალიან დიდი დრო დაეთმოთ და ბოლო ვერსიამდე მათ უამრავი ვარიანტი გაიარეს.
როგორ იქმნებოდა AirPods Max-ი?
„ჩვენთვის ცნობილია როგორ მოქმედებს ალუმინი დაჟანგვაზე და როგორ გამოიყურება მასზე სინათლე და ჩრდილი. ყურის ბალიშების ეს ფორმა, სწორედ ალუმინის ყურსასმენებმა განსაზღვრა. სხვა მასალები სრულიად შეცვლიდა ფორმას. ანუ, არსებობს განუყოფელი კავშირი წარმოებულ მასალებსა და პროდუქტს შორის.“
ამბობს Eugene Wang, რომელიც მუშაობდა AirPods Max-ის გარეგან დიზაინზე.
მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში გუნდმა განიხილა 100-მდე პროტოტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მაგალითად ერთ-ერთ პროტოტიპში ღილაკების ნაცვლად იყო სენსორები. ყველა ფუნქცია ღილაკების ნაცვლად სენსორებით სრულდებოდა, თუმცა ალუმინის გამოყენების გამო ეს არ მოხერხდა. კომპანიის ინჟინრებმა სენსორული ეკრანის ლითონში ინტეგრირება ვერ შეძლეს.
AirPods Max-ის შალითა (Smart Case)
„დღეს არსებული ყურსასმენების უმეტესობას საკმაოდ დიდი და მოცულობითი კორპუსები აქვთ, მაგრამ ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ, ამიტომ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩანთაში მოთავსება. Smart Case-ი არის ძალიან ეფექტური სატრანსპორტო საშუალება. Smart Case-ი დამზადებულია ერთი მასალისგან და რამდენიმე ადგილას არის ამოჭრილი, რაც მის მოცულობას ამცირებს. ყურსასმენის მასში მოთავსებისას თავსაბურავი ზევით რჩება, რადგან ის ძალიან გამძლეა და თან ასე მისი ჩანთიდან ამოღება ძალიან მარტივია.“
განმარტავს დიზაინერი