Apple-ისთვის 2020 წელი ძალიან წარმატებული გამოვიდა, მათ უამრავი ახალი მოწყობილობა წარმოგვიდგინეს. ნაკლებად სავარაუდოა რომ კუკი და კამპანია აქ გაჩერდნენ და მსგავსი ტემპებით არ გააგრძელონ მუშაობა.
ახლა ჩამოთვლით მოკლედ თუ რას ველოდებით 2021 წელს ამ დროს არსებული ჭორებიდან გამომდინარე:
iPhone 12S — იგივე დიზაინით
ველოდებით სექტემბერი-ოქტომბერში, უფრო სავარაუდოა რომ iPhone-ის გამოსვლა თავის თარიღს დაუბრუნდება და მას სექტემბრის დასაწყისში ვიხილავთ.
Apple Watch-ი განახლებული დიზაინით
Apple Watch 7 სავარაუდოდ მიიღებს iPhone-ის ჩარჩოებს.
iPad 9 და iPad mini
ახალი iPad-ები სავარაუდოდ მიიღებენ უფრო დიდ ეკრანს, ისეთივეს როგორიც არის iPad Pro-ში და iPad Air-ში.
როდის უნდა ველოდოთ: ბოლო წლებში iPad-ები წარმოგვიდგენს მარტში, სექტემბერში ან ოქტომბერში.
MacBook Pro 16″ ARM-ზე
როდის უნდა ველოდოთ: 2021 წლის ზაფხულში ახალი Mac-ები სავარაუდოდ არ იქნება.
iMac-ი და Mac Pro M1-ზე
როდის უნდა ველოდოთ: გამოსვლის სავარაუდო პერიოდი 2021 წლის შემოდგომაა, მას შემდეგ რაც 16″ MacBook-ს ვიხილავთ.
Apple TV-ს შემდეგი თაობა
ანალიტიკოსების აზრით ახალი TV-box მიიღებს უფრო მძლავრ კომპონენტებს სათამაშო სისტემაზე გათვლით.
დიდი ხნის ნანატრი AirTag
როდის უნდა ველოდოთ: გაზაფხული-შემოდგომა.
ეს არი გაჯეტების ის სია რომელსაც 2021 წელს Apple-ისგან ველოდებით. საკმაოდ დახუნძლული 12 თვე გველის.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!