ბოლო პერიოდში საეჭვოდ ბევრი ჭორი ვრცელდება ახალ Mac-ებთან დაკავშირებით, Apple-ის კომპიუტერების განახლებების შესახებ გავრცელებულმა სიახლეებმა iPhone 13-ს სიახლეებიც კი გადაფარა. მე პირადად არ მახსოვს ასე როდესმე მომხდარიყო. ეს აღფრთოვანება და ინტერესები შემოდგომაზე წარმოდგენილმა ახალმა ჩიპმა M1-მა მოახდინა.
მიუხედავად იმისა რომ მომხმარებლები ახლა 16″-ან MacBook-სა და iMac Pro-ში ელოდებიან M1-ს, ბლუმბერგის წყაროს თანახმად Apple-ი არც აქ შეჩერდება (და ისინი იშვიათად ცდებიან) და კიდევ გეგმავს MacBook Air-ს გაძლიერებას.
MacBook Air 2021
ინსაიდერის თქმით Apple-ი ან ამ წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში კიდევ ერთ Air-ს წარმოგვიდგენს. ეს იქნება MacBook Air-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი დონე. კიდევ უფრო თხელი კორპუსით, კიდევ უფრო მსუბუქი, კიდევ უფრო უკეთესი შესრულება, (იმაზე უკეთესი ვიდრე ახლანდელი M1) და ლეგენდარული MagSafe-ის დაბრუნება.
ჯერ რთულია ზუსტი დასკვნების გამოტანა თუ რატომ აპირებს Apple-ი Air-ის კიდევ უფრო გაძლიერებას. ახლა კომპანიის მხრიდან მკაფიოდ არის გამოკვეთილი რომ MacBook Air-ი არის მარტივი დავალებების შემსრულებელი, ხოლო Pro – უფრო დიდი რესურსების მქონე პროფესიონალი.