იცით როდის აქვეყნებენ ფინანსური კვარტლის შედეგებს Google, Microsoft-ი და სხვა კომპანიები? ალბათ არა. Apple-ის ამ დოკუმენტების შესახებ ინფორმირებულობა და ინტერესი არც შეიძლება შევადაროთ სხვა მსგავს მოვლენებს. ყველას აინტერესებს თუ რამდენი გამოიმუშავა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ. ისე, სიმართლე გითხრათ ბევრს აინტერესებს თუ როდის დასრულდება კუპერტინოელების გამარჯვებები. ასეა მოწყობილი ადამიანი. მას უნდა რომ უყუროს რაღაცის ჩამოშლას და თქვას: „ჰა, ჰააა, ასეც ვიცოდი!“ ბოდიში, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. Apple-ის 2021 წლის პირველი კვარტალი ახალი რეკორდით დაიწყო!
კვარტლებს შორის შემოსავლების მიხედვით Apple-მა მორიგი რეკორდი დაამყარა და მისმა შემოსავალმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ახალი ციფრი 111,4 მილიარდი დოლარია.
გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა კატეგორიაში:
▪️ iPhone: + 17%, შემოსავალი $65,6 მილიარდი;
▪️ iPad: + 41%, შემოსავალი $8,4 მილიარდი;
▪️ Mac: + 21%, შემოსავალი $8,7 მილიარდი;
▪️ მომსახურება: + 24%, შემოსავალი $15,8 მილიარდი;
▪️ სხვა მოწყობილობები: + 29%, შემოსავალი $13 მილიარდი;
„Apple-ის ასეთი კვარტალი ვერ იქნებოდა რომ არა ყველა გუნდის წევრის დაუღალავი და ინოვაციური მუშაობა“
ტიმ კუკი
წყარო: Apple Newsroom