საინფორმაციო რესურსები იუწყებიან რომ Facebook-ი Apple-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მიზეზი iOS-ს ახალი შეტყობინებაა, რომელიც გეკითხებათ გსურთ თუ არა რომ დეველოპერმა შეაგროვონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
მარკ ცუკერბერგი ცდილობს გაახმაუროს სარჩელი და დაამტკიცოს რომ Apple-ი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. მისი თქმით Apple-ი აიძულებს დეველოპერებს რომ დაიცვან App Store-ის წესები, ხოლო საკუთარი აპლიკაციებისგან იგივეს არ ითხოვს.
წყაროებში ასევე წერია რომ მარკის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, სარჩეილის შეტანის გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიფიქროს.
Facebook-მა Apple-ის კრიტიკა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც iOS 14-ს ეს ახალი შეტყობინება დაანონსდა, მათი თქმით ეს ფუნქცია მცირე ბიზნესებს დააზიანებს. Apple-მა კი უპასუხა რომ მათ სურთ მომხმარებლებს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ. [9to5]