მოგეხსენებათ რომ ჩვენს ჯგუფშიც და ზოგადად ფორუმებზეც iPhone-ის მომხმარებლები თანხმდებიან რომ მათი კაბელი მალე ფუჭდება. თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც რომლებსაც ეს პრობლემა არასდროს ჰქონიათ, მიუხედავად მათი წლების გამოცდილებისა. ჩვენი დაკვირვებით ასეთი ადამიანები კაბელს მხოლოდ ერთ კონკრეტულად ადგილას ტოვებენ და ხშირად არ უწევთ მისი გადაადგილება, მაგალითად სახლიდან სამსახურში, მანქანაში და ა.შ. ამ კაბელის მთავარი პრობლემა ის არის რომ იგი მალე ფუჭდება კონექტორთან, ზიანდება შემდეგ რეზინაც და მალევე წყვეტს მუშაობას. მრავალი წლის შემდეგ როგორც ჩანს Apple-მა ამის მოგვარება გადაწყვიტა.
Apple-ის ახალი პატენტი
მოგეხსენებათ რომ კაბელს ბოლოში, კონექტროთან აქვს გასქელებაც, რომელზეც Apple-ი ფიქრობს რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ არის კარგი. ამიტომ კომპანია იკვლევს და ეძებეს უფრო საიმედო და მტკიცე გზებს. ახალი პატენტის მიხედვით Apple-ი ამ გასქელებას გააქრობს და თავად კაბელის სისქეს გაზრდის.
ამას გარდა ახალი კაბელი უფრო ნაკლებად დრეკადი იქნება, ის მხოლოდ იმ ადგილებში მოიღუნება სადაც ყველაზე ხშირად არის საჭირო. ხოლო სადაც ამის საჭიროება არ არის, მავთული უფრო მტკიცე იქნება. ამრიგად, როგორც არ უნდა დაატრიალოთ კაბელი, ის მაინც სწორი დარჩება.
რატომ ფუჭდება Apple-ის კაბელი მალე?
მოგეხსენებათ Apple-ის დამოკიდებულების შესახებ ეკოლოგიის მიმართ. ფაქტია, რომ Apple-ი კაბელებს რეციკლირებადი პოლივინილის ქლორიდისგან (PVC) არ ამზადებს, არამედ ბიოდეგრადირებადი თერმოპლასტიკური ელასტომერებისგან (TPE).
მოკლედ რომ შევაფასოთ ახალი პატენტი, ეს ძალიან პოზიტიური ამბავია, რადგან Apple-მა სერიოზულად მოკიდა ხელი ამ საკითხს და მალე უფრო ძლიერი კაბელები გვექნება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ Lightning კაბელზე, პატენტში ყველა კაბელი მოიაზრება.