Ming-Chi Kuo-ს თქმით ახალი iPhone SE 2022 წლის პირველ ნახევარში გამოვა.
ახალი SE მიიღებს 5G მხარდაჭერასა და ახალ პროცესორს. სხვა მხრივ სმარტფონი ფაქტიურად უცვლელი დარჩება.
ანალიტიკოსის აზრით, Apple-ი ახალ SE-ში გააგრძელებს იგივე ზომის ეკრანის გამოყენებას და ის კვლავ 4.7 დუიმი იქნება.
მეორე თაობის iPhone SE 2020 წლის აპრილში წარმოგვიდგინეს, მისი ბევრი დეტალი iPhone 8-ს მსგავსია. iPhone SE გამორჩეული ფასით, მისი ღირებულება მხოლოდ 399 დოლარს შეადგენს. ეს ფაქტი განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია იმის ფონზე რომ მას იგივე პროცესორი აქვს რაც iPhone 11-სა და 11 Pro-ებშია გამოყენებული.