მესამე თაობის AirPods-ი და ახალი iPad Pro Apple Store-ებში გასაგზავნად მზად არის — განაცხადა ჩინელმა ინსაიდერმა კანგმა.
ორივე ზომის iPad Pro მიიღებს Mini-Led ეკრანს, A14X პროცესორსა და 5G მხარდაჭერას.
AirPods 3-ის დიზაინის ფოტობმა უკვე ბევრჯერ გამოჟონა, iPad Pro-ს ვიზუალი ჯერ უცნობია, (სავარაუდოდ არ შეიცვლება).
ახალი მოწყობილობების გამოსვლას 23 მარტს ველოდებით, ჯერ ზუსტად არ ვიცით ეს იქნება ჩაწერილი პრეზენტაციის სახით (როგორც შემოდგომაზე გვქონდა) თუ პრესრელიზის სახით, ანუ პირდაპირ საიტზე განთავსდება სარეკლმა რგოლებთან ერთად.
გასული წლის განმავლობაში კანგის ვარაუდები გამართლდა. [ MacRumors ]