ანალიტიკოსის მინგ-ჩი კუოს თქმით, AirPods 3-ს მასობრივი წარმოება 2021 წლის მესამე კვარტალში დაიწყება.
თუ კუოს ვარაუდს დავუჯერებთ, ახალ ყურსასმენს მარტში აღარ უნდა დაველოდოთ. შეგახსენებთ რომ Apple-ის ონლაინ ღონისძიება სავარაუდოდ 23 მარტს გაიმართება.
კუოს თქმით Apple-ში ჯერ არ გადაუწვიტავთ AirPods 3-ის გამოსვლის შემდეგ ამოიღონ გაყიდვებიდან AirPods 2 თუ დატოვონ და ფასი შეამცირონ. თუმცა ამ ქმედებამ შესაძლოა AirPods 3-ს მოთხოვნახე გავლენა იქონიოს.
Apple-ი ასევე წელს აპირებს რომ AirPods-ების წარმოება შეამციროს:
— 2020 წელი 90 მილიონი ცალი;
— 2021 წელი 78 მილიონი ცალი;
შეგახსენებთ რომ AirPods-ები უკაბელო ყურსასმენების ბაზრის 60%-ს ფლობს, მეორე ადგილზე კი ასევე Apple-ის Beats ყურსასმენებია.