Apple-მა მოულოდნელად გამოუშვა iOS 14.4.2 და iOS 12.5.2.
კომპანია ინფორმაციას დეტალების შესახებ არ გვიზიარებს. თუმცა გვეუბნება რომ განახლება შეიცავს უსაფრთხოების მნიშვნელოვან შესწორებებს. როგორც ჩანს მოულოდნელი განახლება კრიტიკული სისუსტეების დახურვას ნიშნავს.
iOS 12.5.2 ხელმისაწვდომია iPhone 6-ზე, iPhone 5s-ზე, iPad mini 3-ზე, iPad Air 1-ზე და iPod touch 6-ზე.
განახლების ზომა დაახლოებით 150 მეგაბაიტია, დაყენება უკვე შესაძლებელია:
Settings >> General >> Software Update