2020 წლის დეკემბერში, აშშ-მა სინჯიანიდან ბამბის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ჩინეთის ხელისუფლებას უკანონო, იძულებით შრომით პირობებში ადანაშაულებენ.
ამის გამო H&M-მა და NIKE-მა უკმაყოფილება გამოთქვეს სინჯიანში წარმოებულ ქსოვილებზე. ჩინეთის მხრიდან მოხდა ბოიკოტის გამოცხადება, მათი აზრით, H&M თავისი ინტერესების გამო ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ CGTN-მა გააზიარა ვიდეო Weibo-ზე, სადაც გამოსახულია ბამბის კრეფის რეალური პროცესი, რომელიც ავტომატიზაციას გულისხმობს.
ამ განცხადებების შემდეგ, ორმა მსახიობმა უარი თქვა H&M-ის რეკლამებში მონაწილეობაზე.
ახლახანს კი ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ ჩინეთში H&M Apple Maps-იდან წაშალა.
Apple-ს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. [The Verge]