Apple-ის მორიგი ღონისძიება 7 ივნისს გაიმართება.
როგორც წესი, ისტორიულად Apple-ის WWDC-ს ღონისძიებებზე მხოლოდ ოპერაციული სისტემების (iOS, MacOS, iPadOS, WatchOS, tvOS) განახლებებს წარმოგვიდგენენ ხოლმე. თუმცა, მაგალითად 2016 წელს იყო Apple TV-ც.
მოგეხსენებათ რომ ბევრი ექსპერტი მარტის თვეში როგორც მინიმუმ ახალი მოწყობილობების პრეს-რელიზის სახით საიტზე განთავსებას ელოდებოდა, თუმცა ჭორები არ გამართლდა.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ შესაძლოა WWDC-ზე ახალი მოწყობილობებიც წარმოგვიდგინონ. მაგალითად iMac ან ახალი MacBook Pro.