ზუსტად იმ დროს როცა 20 აპრილის ღონისძიებას ვუყურებდით, Apple-ში წერილი მივიდა. წერილში ეწერა რომ ჰაკერებს რამდენიმე გიგაბაიტის მოცულობის კონფიდენციალური ინფორმაცია აქვთ და Apple-ისგან გამოსასყიდს ითოხვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაციას გამოაქვეყნებენ. Apple-ს თავაზიანად ურჩევენ რომ თანხა 1 მაისამდე გადაიხადონ. Apple-ისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არა Apple-იდან, არამედ მისი მომწოდებელი კომპანიიდან მოიპარეს. ჰაკერებმა საფრთხის სიმძიმის დასადასტურებლად, დოკუმენტაციიდან 21 კადრი უკვე გამოაქვეყნეს.
ჰაკერებმა Apple-ი გატეხეს?
ჰაკერებმა მოახერხეს კომპანია Quanta-ს სერვერებში შეღწევა. ეს არის ლეპტოპების უდიდესი მწარმოებელი. Quanta აწარმოებს MacBook Pro-ს MacBook Air-ს და Apple Watch-ს. Apple-ი მისი ყველაზე დიდი კლიენტია. როგორც ირკვევა ჰაკერებმა პირველად Quanta-ს მიწერეს, თუმცა მათ უარი თქვეს გადახდაზე.
„ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი კლიენტის კონფიდენციალურობაზე და ის უსაფრთხოდაა“
შეტყობინება რომელიც ტიმ კუკს მიუვიდა, მედია სივრცეშიც გავრცელდა:
ვინ გატეხა Apple-ი?
გამოძალვის ორგანიზატორია REvil-ი, ასევე ცნობილია სახელით – Sodinokibi. REVil 2019 წლიდან არსებობს, იგი ახორციელებს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის გამოძალვებს. იმის გარდა რასაც ისინი აკეთებენ, სხვა არაფერია ცნობილი. მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში სხვა და სხვა ოპერაციებს აწარმოებენ.