SellCell-ის კვლევის მიხედვით, iPhone-ის მფლობელთა 61% AirTag-ის შეძენას აპირებს.
გამოკითხვაში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა iPhone-ის და iPad-ის მომხმარებელმა მიიღო. მათი 54% კმაყოფილია ფასით. ასევე, 57% აპირებს რომ 4 AirTags-ი 99 დოლარად შეიძინოს.
რესპოდენტებს ასევე ჰკითხეს, თუ რის სადევნებლად აპირებენ მის გამოყენებას:
1. გასაღები: 42.4%
2. შინაური ცხოველი: 34.8%
3. ბარგი: 30.6%
4. ველოსიპედი: 25.8%
5. საფულე: 23.3%
6. AirPods-ის ჩასადები: 19%
7. ბავშვი: 15%
8. მანქანა: 10.2%
9. დრონი: 7.6%
10. პარტნიორი: 6.9%
11. ტელევიზორის კონტროლერი: 4%
12. ლეპტოპის ჩანთა: 3%
[ 9to5Mac ]