ბლოგერმა iPhonedo-მ ახალი iMac-ის სავარაუდოდ იშვიათი შემთხვევა გამოავლინა. თავდაპირველად მას პრობლემა არ შეუნიშნავს, თუმცა კარგად დაკვირვების შემდეგ მიხვდა რომ iMac-ი ერთ მხარეს ოდნავ დახრილი იყო.
ამის შემდეგ ბლოგერმა მაგიდიდან iMac-ამდე სიმაღლე გაზომა და ნახა რომ მარჯვენა მხარეს 7,6 სანტიმეტრია ხოლო მარცხენა მხარეს 8.
მსგავსი საჩივრები აღმოჩნდა Apple-ის ფორუმზეც, თუმცა ჯერ მაინც გასარკვევია ეს პრობლემა მასშტაბურია თუ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
საჩივრებით ჯერჯერობით Apple-ისთვის არ მიუმართავთ, ამიტომ გაურკვეველია როგორი იქნება Apple-ის რეაქცია.