შეგახსენებთ რომ YouTube-ის Android ვერსიას უკვე დიდი ხანია აქვს Picture in Picture ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ეკრანზე YouTube ვიდეოების ყურება პატარა ფანჯარაში შეგიძლიათ. iOS მომხმარებლები ამ შესაძლებლობას დიდი ხანია ველოდებით, ახლა კი შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ამაზე საუბარი მალე დასრულდება.
ჩვენდა სასიხარულოთ Google-ის წარმომადგენელმა MacRumors-თან ინტერვიუში განაცხადა რომ iOS-ზე YouTube-ის აპლიკაციაში Picture in Picture-ის ფუნქციის დამატება დაგეგმილია.
შეგახსენებთ რომ ეს ფუნქცია iOS მომხმარებლებისთვის ცოტა ხნის განმავლობაში ჩართული იყო, თუმცა მალევე გაუქმდა, ხოლო Android-ზე კვლავ არის, რამაც iOS მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.