2021 წლის ფისკალური კვარტლის შედეგების გამოქვეყნების დროს, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საინტერესო რამ თქვა.
ტიმ კუკს არ უთქვამს კონკრეტული ციფრების შესახებ, ასევე არ უთქვამს კონკრეტულად რომელ მოდელებზე გადადიან Android მომხმარებლები, თუმცა მან განაცხადა რომ Android-იდან iPhone-ზე გადამსვლელი მომხმარებლების რაოდენობის რეკორდი დამყარდა.
Android მომხმარებლები სავარაუდოდ ყველაზე ხშირად ამ მოდელებზე გადადიან: iPhone 11, iPhone 12 და iPhone XR.
კუკმა ასევე ისაუბრა iPhone SE-ს წარმატებულ გაყიდვებზე. მისი თქმით iPhone SE ძალიან წარმატებულია განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა: მექსიკა, ბრაზილია, ჩილე და ინდოეთი. [ 9to5Mac ]