გავრცელდა ინფორმაცია რომ Apple ტესტავს ახალ, iPhone 13-ს მოდელს რომელსაც Face ID-ის ნაცვლად Touch ID აქვს ჩამონტაჟებული. არის თუ არა მოსალოდელი ამ სატესტო ვარიანტის რეალურად გამოცხადება სექტემბრის ღონისძიებაზე? ამის შესახებ ქვემოთ გიამბობთ.
ბოლო დროს აგორებული ჭორების შესახებ მარკ გურმანი აცხადებს, რომ ახალ iPhone 13-ში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდს არ უნდა ველოდოთ ვინაიდან კომპანიას აქვს „გრძელვადიანი გეგმები“ და აქტიურად მუშაობს სახის ამომცნობის სენსორის ეკრანში დატანებაზე.
გურმანი წერს:
”მიუხედავად იმისა, რომ Apple–მა შეამოწმა ეკრანზე ჩაშენებული Touch ID მომდევნო ფლაგმანურ iPhone–ებზე, ის წელს ამას არ შეცვლის. მე მჯერა, რომ Apple-ს გრძელვადიან გეგმებში ჯერ ეკრანში Face ID სენსორის დატანებაა. ”
ბლუმბერგი ვარაუდობს, რომ Apple დაყოფს კატეგორიებად :
| ძვირადღირებულ მოდელებს ექნებათ ეკრანში Face ID, ხოლო დაბალ კლასებს Face ID კუნძულზე
| მაღალი კლასის ტელეფონები კვლავ მიიღებენ ეკრანში Face ID-ს, დაბალი კლასები -ეკრანზე Touch ID-ს.
ვვარაუდობთ, რომ Apple ერთ თვეზე ნაკლებ დროში წარადგენს ოთხ ახალ iPhone-ს სექტემბრის ღონისძიებაზე. ასევე, ეს უკანასკნელი იქნება როცა ჩაეშვება მინი მოდელი, რადგან პატარა iPhone არ გაიყიდა იმდენად, რამდენადაც კომპანია მოელოდა. 2022 წლის iPhone-ებისთვის, Apple-ის საიმედო ანალიტიკოსი მინ-ჩი კუო წერს, რომ კომპანიას შეეძლება ეკრანში Touch ID შემოიღოს.
და რომელი გირჩევნია შენ?
წყარო : 9to5mac