ჩვენი საყვარელი კომპანიის მმართველი 1 სექტემბერს თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
კუკის გარდა შეხვედრას დაესწრებიან სხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები: Microsoft, Google, Amazon, IBM, Southern Co. და JPMorgan Chase & Co.
ოფიციალურად შეხვედრის საკითხები არ გახმაურებულა. წყაროების თქმით, ბაიდენს საბანკო, ენერგეტიკისა და წყლის სექტორებში ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესება სურს.