Apple-ი საათის მომავალ ვერსიებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი ფუნქციის დამატებას გეგმავს — ნათქვამია The Wall Street Journal-ის წყაროებში.
Apple Watch 8-ს შეიძლება ჰქონდეს სხეულის ტემპერატურის სენსორი. ის პირველად გამოიყენება ოვულაციის ციკლის დასადგენად.
Apple-ი ასევე ავითარებს არტერიული წნევის მონიტორინგის ტექნოლოგიას. ეს ფუნქცია წესით Apple Watch 7-ში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ინჟინერებმა ფუნქციის გასაუმჯობესებლად მისი გამოშვება მომავალი წლისთვის გადადეს.
საათი რეგულარულად უნდა აკონტროლებდეს არტერიულ წნევას და საჭიროების შემთხვევაში აფრთხილებდეს მომხმარებლებს ჰიპერტენზიის არსებობის შესახებ.
Apple Watch 8-ს ასევე შეიძლება ჰქონდეს ფუნქცია, რომელიც გამოავლენს ძილის აპნოეს.