მიუხედავად იმისა რომ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც Apple-მა შეწყვიტა iPhone-ის გაყიდვების პირველ შაბათ-კვირასვე ჩვენება, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსმა კატი ჰუბერტიმ დღეს თქვა რომ iPhone 13 Pro-ს წინასწარ შეკვეთებზე დიდი მოთხოვნაა და მისი გაყიდვები პერსპექტიულად გამოიყურება.
iPhone 13 Pro-ს მიწოდების თარიღი საშუალოდ 27 დღემდე გაიზარდა რაც iPhone X-ს შემდეგ მიწოდების მეორე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. შეფერხება იყო iPhone 13 mini-ს შემთხვევაშიც. ერთადერთი მოდელი რომელსაც უპრობლემოდ იღებენ მომხმარებლები iPhone 13-ა. [MacRumors]