გასულ კვირას, iFixit-მა დაადასტურა, რომ Face ID iPhone 13-ზე, სერვის ცენტრებში სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გამოცვლის შემდეგ, არ მუშაობს.
დღეს, The Verge-მა Apple-ის განცხადება გაავრცელა, რომელშიც კომპანიამ დაადასტურა, რომ ის შეცვლის iPhone-ის შეკეთების შეზღუდვის პოლიტიკას. კომპანია მალე გამოუშვებს პროგრამულ განახლებას, რომელიც აღარ საჭიროებს არსებული iPhone-ის ეკრანის „მშობლიური“ ჩიპის გამოყენებას.
ამ გზით, არაავტორიზებულ სერვის პროვაიდერებს შეუძლიათ შეცვალონ iPhone-ის ეკრანები Face ID-ს გაუქმების გარეშე.