კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელებამ IT გიგანტების უმეტესობის აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია, მათ შორის არიან Amazon-ი, Google-ი, Meta და Microsoft-ი. NASDAQ 1.6%-ით დაეცა, ხოლო S&P 500 1.9%-თ.
Apple-ის აფაქციები ამის პარალელურად 3,16%-თ გაიზარდა. ფინანსური ექსპერტები ზრდას უკავშირებენ პირად კაპიტალს და დადებით შემოსავალს. მათი აზრით, ეს ფაქტი იმას ადასტურებს რომ კომპანიას ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შეუძლია.