გინახავთ ოდესმე თავად მწარმოებელს ერჩიოს კონკურენტის პროდუქტის შეძენა? — ალბათ არა. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ბაზრის კანონებს, არამედ საღ აზრსაც. ამის შეთავაზება მხოლოდ გიჟს შეუძლია. თუმცა, ტიმ კუკი სულელი არ არის. ის სულელისაგან ძალიან შორს არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ მიიყვანდა Apple-ს 2,5 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციამდე, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირფას კორპორაციად აქცევს. ამის მიუხედავად, მან საკუთარ თავს უფლება მისცა გაეკეთებინა ის, რაც ზოგადად მანამდე არავის გაუკეთებია. მან ურჩია iPhone-ის მფლობელებს გადავიდნენ Android-ზე.
ტიმ კუკის თქმით, iOS-ს მთავარი უპირატესობა ყველა სხვა პლატფორმასთან შედარებით, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს, არის არა ინტერფეისის მოხერხებულობა, ინტუიციურობა და სიმარტივე, არამედ უსაფრთხოება. Apple-მა თავიდანვე დააპროექტა თავისი ოპერაციული სისტემა იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვინც მას იყენებს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რამაც შესაძლებელი გახადა ამის მიღწევა, არის App Store-ზე გვერდის ავლით აპლიკაციების ჩამოტვირთვის აკრძალვა. Android-ზე ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, ამიტომ მათ ვისაც ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვა სჭირდება, შეუძლიათ მარტივად გადაერთონ Google-ის მობილურ OS-ზე.
„კარგია რომ ხალხს არჩევანი აქვს. თუ გსურთ აპლიკაციების App Store-ზე გვერდის ავლით ჩამოტვირთვა, შეგიძლიათ შეიძინოთ Android სმარტფონი. არჩევანის უფლება ფუნდამენტურია და მისი გამოყენება შეგიძლიათ ტექნიკის მაღაზიაში შესვლისას. არ გინდათ აპლიკაციების ჩამოტვირთვა მხოლოდ App Store-დან? კარგი, გადადი ანდროიდზე, სერიოზულად ვამბობ. ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვის ნებართვა უდრის მანქანაში აირბალიშებისა და ღვედის გაუქმებას. ამ მექანიზმების გარეშე დღეს მანქანას ვერ ნახავთ. ძალიან სარისკოა. იგივე წესი უნდა მოქმედებდეს სმარტფონებზეც“
ტიმ კუკი