კორეული საიტის The Elec-ის თანახმად, მომავალი წლის iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ს LTPO OLED დისპლეი ექნება, რომელსაც Apple-ი Samsung-ისა და LG-სგან მიიღებს.
ჭორები იმის შესახებ რომ 2022 წლის iPhone-ებს „Notch“-ი, როგორც ჩვენ ვეძახით (კუნძული) აღარ ექნება, დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, როდესაც Apple-ის ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ თქვა. მისი თქმითაც, ახალი iPhone-ები „ხვრელის“ სტილის ეკრანს მიიღებს, რომელსაც Android მოწყობილობები უკვე რამდენიმე წელია იყენებენ. ეს მიდგომა სმარტფონის ეკრანზე უფრო დიდ სივრცეს იძლევა.
როგორც ტიმ კუკი აცხადებს, Apple-ი არ ცდილობს იყოს პირველი, მათი მიდგომაა შექმნან საუკეთესო, საინტერესოა როგორი შესაძლებლობები ექნება iPhone-ში მსგავსი ტიპის ეკრანს.