ამ კვირის დასაწყისში, ბრაზილიური ვებსაიტიდან Blog do iPhone-დან გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPhone 15 Pro-ს მოდელებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ფიზიკური SIM ბარათის სლოტი ზოგიერთ ქვეყანაში და რეგიონში, მაგრამ ცვლილება შესაძლოა უფრო ადრეც მოხდეს.
ანონიმურმა წყარომ MacRumors-ს, აცნობა რომ Apple-მა ურჩია აშშ-ს მსხვილ ოპერატორებს მოემზადონ მხოლოდ eSIM სმარტფონების გასაშვებად 2022 წლის სექტემბრისთვის. მომხსენებელმა გააზიარა ერთი შეხედვით ლეგიტიმური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ამ ინიციატივის ვადებს, თუმცა დოკუმენტში კონკრეტულად არ არის ნახსენები Apple-ი ან iPhone-ი.
ასევე: dylandkt-მა, რომელსაც Apple-ის ჭორების საპატივცემულო გამოცდილება აქვს, ტვიტერზე დაწერა რომ ისინი „თანხმდებიან ბოლო ჭორებთან ფიზიკური SIM ბარათის უჯრის ამოღების შესახებ“.
ისურვებდით თქვენ ასეთ iPhone-ს?