Apple-მა ინდოეთში iPhone-ის წარმოება შეაჩერა, მიზეზი მუშების პროტესტი და მათი საჩივრებია — იტყობინება Bloomberg-ი.
მუშები Foxconn-ის საერთო საცხოვრებელში საკვებისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ჩიოდნენ. დეკემბერში Foxconn-ის 150 თანამშრომელი კვებითი მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Apple-მა განაცხადა რომ მან ქარხანაში გაგზავნა დამოუკიდებელი აუდიტორები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სამუშაო პირობები არ შეესაბამება კომპანიის სტანდარტებს.
დაწესებულება მუშაობას მას შემდეგ განაახლებს, რაც სამუშაო პირობები Apple-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჯერჯერობით გახსნის სავარაუდო თარიღი უცნობია. [ ბლუმბერგი ]