უცებ! რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტური iPhone-ი ჯობია ფლაგმანს
- iPhone SE-ს ზომა
- ყველაზე მსუბუქი iPhone-ი
- მისი აქსესუარები
- Touch ID
- იაფი სათამაშო სმარტფონი
- ყველაზე პრაქტიკული სმარტფონი
ზომა
ბიუჯეტურ სმარტფონებში iPhone SE დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური სმარტფონია. მასზე კომპაქტური მხოლოდ mini მოდელებია.
ყველაზე მსუბუქი iPhone-ი
დამეთანხმებით რომ დიდი და მძიმე სმარტფონები საწოლში ხშირად გვივარდება ხელიდან და ასევე დამეთანხმებით რომ ძალიან მტკივნეულია. ნუ ზოგიერთი მაინც. ეს ნამდვილად არ მოხდება iPhone SE 2020-ის შემთხვევაში.
აქსესუარები iPhone SE 2020-ისთვის
iPhone 7, 8 და SE 2020 აბსოლუტურად იდენტურია — შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ მათი ქეისები.
iPhone-ი Touch ID-თ
iPhone-ი Touch ID-თ არასოდეს დაგაღალატებთ. დღემდე ბევრი ჭორი არსებობს იმის შესახებ რომ iPhone 14-ში Touch ID დაუბრუნდება და იქნება უკეთესი, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება მანჩესტერ იუნაიტედში.
იაფი სმარტფონი სათამაშოდ
მიუხედავად იმისა, რომ iPhone SE 2020-ს არ აქვს გამორჩეული ეკრანი (მხოლოდ 4.7 დიუმიანი, გახსოვდეთ), ის შესანიშნავია არსებული თამაშებისთვის. ის მუშაობს ადეკვატურად, შეფერხებებისა და გაჭედვების გარეშე — A13 შესანიშნავად აკეთებს თავის საქმეს.
ყველაზე პრაქტიკული სმარტფონი
2020 წლის iPhone SE-ს აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ. მას აქვს 1 დიდი სუსტი წერტილი — ბატარეა. მისი ბატარეა არ მოგცემთ საშუალებას რომ მთელი დღე სოციალურ ქსელში გაატაროთ. თუმცა, ეს არის ყველაზე მარტივად გამოსაყენებული სმარტფონი, რომელზეც ცალი ხელით შეგიძლია ეკრანის ნებისმიერ ნაწილს შეეხო.