Apple-ის Mac სისტემების არქიტექტურის დირექტორი ჯეფ უილკოქსი თანამდებობიდან გადადგა. ის დაბრუნდა ინტელში, სადაც პასუხისმგებელი იქნება ყველა პროცესორის არქიტექტურაზე.
Wilcox-ი მუშაობდა T2 პროცესორზე, M1 ჩიპის შექმნაზე და აკონტროლებდა Apple Silicon-ზე გადასვლის პროცესს.
იგი Apple-ში 2013 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი Intel-ში. [macrumors]