2007 წლის 7 იანვარს ბილ გეითსმა ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე მაყურებლებს მიმართა რომ დიდი კომპიუტერები საკმარისი არ იყო, ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, უფრო კომპაქტური მოწყობილობა.
ორი დღის შემდეგ დაახლოებით 400 მილის დაშორებით, სტივ ჯობსმა წარმოგვიდგინა ზუსტად ის მოწყობილობა რომელზეც გეითსი საუბრობდა. ჯობსმა ღონისძიება შემდეგი სიტყვებით გახსნა: „დღეს ჩვენ ერთად შევქმნით ისტორიას“.
დღეს 2 მილიარდზე მეტი iPhone-ია გაყიდული, წელს iPhone 14-ს ველოდებით. Apple-ი ერთადერთი კომპანიაა 3 ტრილიონიანი კაპიტალიზაციით.