თავდაპირველი ჭორები მიუთითებდნენ რომ iPhone 14-ი წინა კამერისთვის მრგვალ კუნძულს მიიღებდა. თუმცა ამის დაჯერება ძნელი იყო, რადგან მაშინ Apple-ს მოუწევდა საერთოდ გაექრო Face ID ან სენსორები ეკრანის ქვეშ განეთავსებინა. ამაზე სხვა მწარმოებლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ეს თითქმის შეუძლებელია დღევანდელ რეალობაში.
ამის შემდეგ გამორჩეულმა ინსაიდერებმა მალევე დაამშვიდეს ყველა და თქვეს, რომ სახის ამოცნობა არსად წავა და ხვრელი მრგვალის ნაცვლად, ოვალური იქნება. მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ სენსორების მთელი ნაკრები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. თუმცა, როგორც გაირკვა, Apple-ს სხვა გეგმები აქვს.
iPhone 14-ის დიზაინი
ცნობილი ანალიტიკოსის როს იანგის თქმით, რომელსაც აქვს წვდომა Apple-ის მიმწოდებლებთან, iPhone 14-ის ეკრანის ჭრილი ერთდროულად ოვალურიც და მრგვალიც ექნება. ოვალურ ჭრილში განთავსდება Face ID-ს სახის ამომცნობი სენსორები, ხოლო მომრგვალებულში განთავსდება წინა კამერა. ამრიგად, Apple-ი ერთი ქვით ორ ფრინველს მოკლავს.
ამ გადაწყვეტილებით პირველ რიგში Apple-ი შეინარჩუნებს ბოლო iPhone-ების შესაძლებლობებს. (მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს Touch ID-ს დაბრუნება უნდოდა), სინამდვილეში თითის ანაბეჭდის სკანირება ნაკლებად წარმატებული და სრულყოფილი ტექნოლოგიაა, ვიდრე სახის ამოცნობა.
და მეორე, Apple-ს ასეთი ქმედება შესაძლებლობას მისცემს რომ შეინარჩუნოს iPhone-ის უნიკალურობა. და ჩვენ ისევ დაველოდებით ვინ გაიმეორებს პირველი იგივეს, Samsung-ი?