iPhone 14 Pro და 14 Pro Max-ი Foxconn-ის ქარხნებში აიწყობა. ახლა Apple-ის მიმწოდებელი სატესტო წარმოებას იწყებს, რათა დარწმუნდეს და წინასწარ მოემზადოს სმარტფონების მასობრივი წარმოებისთვის.
iPhone 14 და 14 Max-ი (ეს სავარაუდო სახელია და არა საბოლოო) დამზადდება Luxshare-ის მიერ.
ახალ iPhone-ებს ტრადიციულად შემოდგომაზე ვიხილავთ. მთავარი სიახლე ეკრანზე „Notch“-ის გაუქმება იქნება. ასევე ვარაუდობენ რომ Pro მოდელებს 8GB-ანი ოპერატიული მეხსიერება ექნება. [ MacRumors ]