ვარაუდები გამართლდა, Apple-მა დაბალბიუჯეტური iPhone-ის მესამე თაობა წარმოგვიდგინა.
ახალი iPhone SE-ს 5G მხარდაჭერა აქვს.
ახალმა iPhone SE-მ შეინარჩუნა ძველი დიზაინი, მაგრამ ახალი კორპუსი აღჭურვილია Ceramic Shield-ით, როგორც iPhone 13. მის სიძლიერეზე და შესაძლებლობებზე ახლა A15 Bionic პროცესორი იზრუნებს, რომელიც Apple-ის უახლესი ჩიპია. ამ პროცესორის დახმარებით მე-3 თაობის SE, iPhone 8-ზე 26-ჯერ უფრო ძლიერია.
გაძლიერდა კამერა, ახლა ის მაღალი ხარისხის პორტრეტულ ფოტოებს გადაიღებს, ასევე აქვს ფოტოგრაფიული სტილების მხარდაჭერა და Deep Fusion ტექნოლოგია, როგორც iPhone 13-ს.
iPhone SE დაცულია IP67 სტანდარტით, რაც იმას ნიშნავს რომ იგი წყალგამძლეა.
წინასწარი შეკვეთები 11 მარტიდან დაიწყება, ხოლო Apple Store-ებში 18 მარტიდან იქნება.
ფასი წინა თაობასთან შედარებით 30 დოლარით გაიზარდა და ახლა ის 429 დოლარი ღირს.