Apple-მა ჩუმად განაახლა Apple SF Symbols-ი, რომელშიც წარმოდგენილია სიმბოლოები დეველოპერებისთვის. დეველოპერებს სიმბოლოების გამოყენება საკუთარი პროექტებისთვის შეუძლიათ.
ამჯერად ბიტკოინის სიმბოლო გამოჩნდა. ეს ყველაფერი იმის ფონზეა საინტერესო რომ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ Apple-ისა და კრიპტოვალუტის დამეგობრებაზე. კონკრეტულად კი, ზოგოიერთი გამოცემა ვარაუდობს რომ აპრილის თვეში Apple-მა Apple Pay-სთვის კრიპტოვალუტის მხარდაჭერა უნდა გამოაცხადოს.