ოთხშაბათს Google-მა საშუალო დონის 5G სმარტფონი წარმოადგინა. ახალ Pixel 6A-ს 3.5mm ყურსასმენის ჯეკი აღარ აქვს.
როგორც ჩანს Google-ი ახალი სმარტფონით თანამედროვე ტექნოლოგოების ტენდენციებს მიჰყვება, რომელიც Apple-მა 2016 წელს iPhone 7-თ დაიწყო.
შეგახსენებთ რომ ჯერ კიდევ აგვისტოში, Google-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აქცენტი ყურსასმენის ჯეკზე კეთდებოდა და პაროდირებული იყო როგორც Apple-ის სარეკლამო ვიდეო რგოლი. ასე Apple-ის ყოფილი დიზაინერი ჯონათან აივი, iPhone-ის შესაძლებლობებზე საუბრობდა.