2013 წლის 22 ოქტომბერს ჩატარებულ პრეზენტაციაზე Apple-მა წარმოადგინა 4 ძირითადი სახის განახლება: iPad და iPad mini, პროფესიული ნოუთბუკები Macbook Pro და გარეთვე სამაგიდე მუშა სადგურების Mac Pro. მოწყობილობებში გამოყენებულია ახალი დიზაინი, განახლებული აპარატურული ნაწილი და ფასებიც გადახალისებულია.
ყველაზე სასურველი პროდუქტები რათქმაუნდა იყო iPad და iPad mini. ჭორების ა���აჩვეულებრივი რაოდენობა გარს დატრიალებდა ამ მოწყობილობებს, თუმცა ყველა არ დადასტურდა.
iPad Air: ჰაერზე მსუბუქი
როგორი პროგნოზირებადიც არ უნდა იყოს ეფლი, დროდადრო ის ჩვენ გარკვეულ სურპირზებს გვთავაზობს. ახალმა აიპედმა ესტაფეტა გადაიბარა მეოთხე თაობის მოძმისგან. მან მიიღო განსხვავებული კურპუსი, აიპედ მინის მსგავსი და კიდევ უფრო შემცირდა სისქეში.
თუ თქვენ არ ელოდით ამ სიახლეს, მაშნ დროა თქვენი საფულეები გაამზადოთ. ის საუკეთესო შენაძენი იქნება ამ წლის შენაძენთა შორის ნებისმერი თვალსაზრისით – აპარატურული სიმძლავრის გათვალისწინებით, ერგონომიკით და ა.შ.
მოდი, დავიწყოთ დიზაინის განხილვით. დიდი აიპედის სისქეზე არც ადრე გვქონდა რაიმერ ცუდი სათქმელი: პლანშეტში ჩაყენებული იყო შესანიშნავი რეტინა-ეკრანი და აკუმულატორი, რომელიც 10 საათზე მეტ ხანს გვაძლევდა მუშაობის საშუალებას. მეხუთე თაობის აიპედი კიდევ უფრო თხელია: 20%-ით თხელი, აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1,9 მილიმეტრით. ინჟინრებმა სასწაული ჩაიდინეს: დისპლეის სენსორული ნაწილი კიდევ უფრო დაათხელეს, ასევე მატრიცაც და შუშაც.
ახლა, მოდი ცოტა წონაზეც ვისაუბროთ. პლანშეტის წინა თაობის მომხმარებლებისათვის 650 გრამი ჩვეული და მისაღები ვარიანტი იყო. ახალ თაობაში წონა 28%-ით შემცირდა და 469 გრამი გახდა. რათქმაუნდა, ამის შესახებ ახალი მოდელის სახელითაც ვხვდებით, iPad Air – ჰაერივით მსუბუქია აიპედი.
სანამ განვიხილ;ავდეთ სისქისა და წონის შემცირების საყოფაცხოვრებო შედეგებს, განვიხილოთ ახალი დიზაინი. თუ თქვენ ნანახი გაქვთ შარშანდელი აიპედ მინი, მაშნ მე ვერაფრით გაგკვირვებთ. ეფლმა დიზაინის საწყისად სწორედ ეს მოდელი აიღო და ახალი, დიდი ზომის აპეიდისათვის გამოიყენა.
ახლა ცოტა ხმის შესახებ. ყველა წინა თაობის აიპედში ხმის ხარისხი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ანდროიდ-ტაბლეტებში, მიუხედავათ ამ ხმის მონო-თვისებისა. იპედ მინიში სტერეო სპიკერების ჩაყენების შემდეგაც, მაინც ვერ იყო ხმა დიდი მოძმის ხმაზე უკეთესი.
ახლა ახალ მოდელში უკვე სტერეო ხმის მოსმენის საშულება გვეძლევა, თანაც, კვლავაც მაღალი ხარისხის. მისასალმებელია ნამდვილად.
ახალი ტაბლეტის ხელში დაჭერა ჯერ კიდევ მოსახერხებელია. რატომ ჯერ კიდევ? თუ ამ მოწყობილობას კიდევ დაათხელებენ, მისი დაჭერა უფრო ძნელი გახდება. რას მოიმოქმედებს ეფლი მომავალში, როდესაც ბაზრის ტენდენციები მოითხოვს მოწყობილობის შემდეგი მოდელების დათხელებას, ვერაფერს გეტყვით.
ახალ მოდელში მეორე მიკროფონიც დაამატეს. ის ხმაურის ჩამხშობი გახლავთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ FaceTime-ით სარგებლობისას აბონენტს უკეთ გააგონოთ ხმა.
ეკრანი შეიცვალა ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა ვიზუალურ ასპექტში რაიმე ცვლილება არ მომხდარა. ეკრანის ფერთა ტემპერატურა ცივია. ვისთვის მისაღებია, ვისთვის – არა.
ყოველთვის, როდესაც ეფლის მორიგ სიახლეს ვიხილავ, ჩემს წინ ერთი და იგივე დილემა დგას. საქმრ იმაშია, რომ ახალი მოდელები შესანიშნავად მუშაობენ iOS-ის უახლეს ვერსიაზე, რასაც ვერ ვიტყვით წინამდებარე მოდელებზე, რომელთა მუშაობას ვერ დავარქმევთ იდეალურს.
თუმცა ჩვენი დღევანდელი განხილვის საგნის შესახებ უნდა გავაკეთო არსებითი შენიშვნა. ამ მოდელში სრულიად ახალი ტიპის პროცესორი აყენია, A7. ზუსტად ისეთი, როგორიც iPhone 5S-ს აქვს. პლანშეტის შემთხვევაში ჩიპის ტაქტური სიხშირე მომატებულია, რამაც რათქმაუნდა წარმადობაც გაზარდა. მას ეხმარება ვიდეო-ჩიპი PowerVR Rogue, რომელიც ასევე ფრიად ღირსეული წარმადობით გამოირჩევა.
აი, ოპერატიული მეხსიერება კი არ გაზრდილა და კვლავ 1 გბაიტი რჩება. 64 ბიტიანი არქიტექტურის მატარებელი პროცესორისათვის ძნელია ყველა დადებითი მომენტის წარმოჩინება მცირე მეხსიერების შემთხვევაშ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავლ მოდელებში ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.
ახალ პლანშეტში აჩქარდა აგრეთვე WiFi მოდულიც. ეფლი ამბობს, რომ მონაცემთა გადაცემის მაქსიმალური სისწრაფე გაზრდილია მინიმუმ ორჯერ. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ახალი ტაბლეტი სიგნალს იჭერს უფრო მეტ მანძილზე, ვიდრე წინამორბედები.
და ბოლოს ავტონომიური მუშაობის შესახებ. ამ პლანშეტით თვენ 12 საათი თავისუფლად შეძლებთ სარგებლობას, ინტერნეტში ძვრომიალისა და წიგნების კითხვის რეჟიმში. ან 10 საათამდე ფილმების ყურების რეჟიმში.
ვიყიდოთ, თუ არ ვიყიდოთ? უნდა ვიყიდოთ! ნებისმიერ შემთხვევაში ამ მოდელის ყიდვა გამართლებული ხარჯია თქვენი პერსონალური ბიუჯეტისათვის. iPad Air ამ ეტაპზე საუკეთესო პლანშეტია.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:
ქსელი: GSM/EDGE, UMTS/HSPA, LTE; (Wi-Fi+Cellular)
საოპერაციო სისტემა: iOS 7;
ეკრანი: 9,7 დუიმი, IPS, 2048 х 1536 წერტილი, 264 ppi;
ძირითადი კამერა: 5 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსი, ვიდეოს ჩაწერა 1080p@30fps;
ფრონტალური კამერა: 1,2 მეგაპიქსელი, ვიდეოს ჩაწერა 720p@30fps;
პროცესორი: A7, თანაპროცესორი M7;
მუდმივი მეხსიერება: 16, 32, 64, 128 გბაიტი;
Wi-Fi (802.11a/b/g/n), ტექნოლოგია MIMO, სიხშირული დიაპაზონი 2,4 გჰც და 5 გჰც;
Bluetooth 4.0;
3,5 მმ აუდო-ფოსო;
A-GPS და ГЛОНАСС (Wi-Fi+ Cellular);
nanoSIM (Wi-Fi+Cellular);
Lightning;
აქსელერომეტრი, ჰიროსკოპი, შუქის სენსორი, ციფრული კომპასი;
ავტონომიური მუშაობის დრო (Wi-Fi): 10 სთ;
ავტონომიური მუშაობის დრო (მობილური ინტერნეტი): 9 სთ;
ზომები: 240 х 169,5 х 7,5 მმ;
წონა: 469 გრ. (Wi-Fi) და 478 გრ. (Wi-Fi+Cellular);
კორპუსის ფერები: Space Gray („კოსმიური ნაცრისფერი“) და Silver („ვერცხლისფერი“).
iPad mini with Retina display: პატარა და მუშა
პრეზენტაციის უდავო ლიდერად შეიძლება ჩაითვალოს მეორე თაობის iPad mini. გარეგანი სახელ არ შეცვლილა, თუმცა მან მიიღო ყველაზე სასურველი განახლება, მაღალი გარჩევადობის რეტინა ეკრანი. ახლა ამ 7.9 დუიმის ზომის ეკრანის გარცევადობა 2048×1536 წერტილზეა. შესაბამისად პიქსელების სიმჭიდროვემ მოიმატა და მიაღწია 326 წერილს კვადრატულ დუიმზე. დანაღცენი გაუმჯობესებები ისეთივეა, როგორიც აქვს მის უფრო ძმას, iPad Air-ს: 64 ბიტიანი პროცესორი A7, გაუმჯობესებული ფრონტალური ლამერა და ორმაგი მიკროფონი. აკუმულატორის ზომამაც მოიმატა, რეტინა ეკრანს კვება ესაჭიროება. ისევე როგორც Apple-ის ყველა თაობის პლანშეტში, აქაც ავტონომიური მუშაობის დრო 10 საათი გახლავთ. ახლანდელი აკუმულატორის მოცულობა 23,8 ბტ/სთ გახლავთ, ნაცვლად ძველი 16,3 ბტ/სთ-ისა.
ქსელი: GSM/EDGE, UMTS/HSPA, LTE (Wi-Fi+ Cellular);
საოპერაციო სისტემა: iOS 7;
ეკრანი: 7,9 დუიმი, IPS, 2048 х 1536 წერტილი, 326 ppi;
ძირითადი კამერა: 5 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსი, ვიდეოს ჩაწერა1080p@30fps;
ფრონტალური კამერა: 1,2 მეგაპიქსელი, ვიდეოს ჩაწერა 720p@30fps;
პროცესორი: A7, თანაპროცესორი М7;
მუდმივი მეხსიერება: 16, 32, 64, 128 გბაიტი;
Wi-Fi (802.11a/b/g/n), ტექნოლოგია MIMO, სიხშირული დიაპაზონი 2,4 გჰც და 5 გჰც;
Bluetooth 4.0;
3,5 მმ აუდო-ფოსო;
A-GPS და ГЛОНАСС (Wi-Fi+ Cellular);
nanoSIM (Wi-Fi+Cellular);
Lightning;
აქსელერომეტრი, ჰიროსკოპი, შუქის სენსორი, ციფრული კომპასი;
ავტონომიური მუშაობის დრო (Wi-Fi): 10 სთ;
ავტონომიური მუშაობის დრო (მობილური ინტერნეტი): 9 სთ;
ზომები: 200 х 134,7 х 7,5 მმ;
წონა: 331 გრ (Wi-Fi) და 341 გრ (Wi-Fi+Cellular);
კორპუსის ფერები: Space Gray („კოსმიური ნაცრისფერი“) და Silver („ვერცხლისფერი“).
თუმცა არც ძველი პლანშეტებია დავიწყებული გაყიდვაში კვლავაც რჩება iPad 2 და პირველი თაობის iPad mini, რათქმაუნდა, შედარებით დაბალი ფასებით.
ახალი iPad-ებისათვის განახლდა აგრეთვე აქსეუარებიც, საუბარია შალითებზე. ახალი Smart Cover დამაზდებულია პოლიუერტანისგან და 6 სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი.
MacBook Pro, მაღალი კლასის პორტატული კომპიუტერი
ძალიან ბევრი მომხმარებელი ელოდა Apple-ის პრო-კატეგორიის ნოუთბუკების განახლებას. 13 დუიმიანი ვერსია, მწარმოებლის განცხადებით, 90%-ით უფრო აჩქარდა წინამორბედთან შედარებით. შიგნით ჩაყენებეულია მძლავრი პროცესორი, SSD-დისკი, რომელიც ცენტრალურ სალტეს PCI-Express სალტით უერთდება. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის არაჩვეულებრივ სიჩქარეს. ნოუთბუკი ავტონომიურად 9 საათის განმავლობაში იმუშავებს.
საოპერაციო სისტემა: OS X Mavericks;
ეკჯრანი: 13.3 დუიმი, IPS, 2560 х 1600, 227 ppi;
პროცესორი, საბაზისო კომპლექტაცია: მე-4 თაობის Intel Core i5 Haswell, 2,4 გჰც;
ოპერატიული მეხსიერება: 4 გბაიტი 1600MHz DDR3L, 8 ან 16 გბაიტამდე გაზრდის შესაძლებლობით (მხოლოდ ქარხნულ პირობებში);
გრაფიკული ამაჩქარებელი: Intel Iris;
მუდმივი მეხსიერება: 128 გბაიტი უმცროს მოდელში, 256, 512 და 1024 Гб გბაიტამდე გაფართოებულ კომპლექტაციაში (მხოლოდ ქარხნულ პირობებში);
პორტები: MagSafe 2; 2 Thunderbolt 2 პორტი; 2 USB 3.0 პორტი; HDMI პორტი; აუდიო-ფოსო; SDXC მეხსიერების ბარათების წამკითხველი.
Wi‑Fi 802.11ac;
Bluetooth 4.0;
720p FaceTime HD ვებ-კამერა;
15 დუიმიანმა მოდელმა აგრეთვე არა ნაკლებ მძლავრი განახლება მიიღო და ხელმისაწვდომია ორ ძირთად კომპლექტაციაში.
საოპერაციო სისტემა: OS X Mavericks;
ეკრანი: 15.4 დუიმი, IPS, 2880 х 1800, 220 ppi;
პროცესორი, საბაზისო კომპლექტაცია: მე-4 თაობის Intel Core i7 Haswell, 2,0 გჰც;
ოპერატიული მეხსიერება: 8, ან 16 გბაიტი 1600MHz DDR3L, 8 ან 16 გბაიტამდე გაზრდის შესაძლებლობით (მხოლოდ ქარხნულ პირობებში);
გრაფიკული ამაჩქარებელი: Intel Iris Pro უმცროსს მოდელში და დამატებით NVIDIA GeForce GT 750M 2GB GDDR5 ვიდეო-მეხსიერებით უფროსს მოდელში;
მუდმივი მეხსიერება: 256, 512 ან 1024;
პორტები: MagSafe 2; 2 Thunderbolt 2 პორტი; 2 USB 3.0 პორტი; HDMI პორტი; აუდიო-ფოსო; SDXC მეხსიერების ბარათების წამკითხველი.
Wi‑Fi 802.11ac;
Bluetooth 4.0;
720p FaceTime HD ვებ-კამერა;
ამ მოდელის ავტონომიურად მუშაობის დრო 8 საათს შეადგენს.
Mac Pro: დიდი ხნის ლოდინის შემდეგ
ყველაზე არაჩვეულებრივი კომპიუტერი, რომელიც ჩვენ გვინახავს, უდავოდ არის Mac Pro, რომელმაც ყველა გააოცა ჯერ კიდევ WWDC 2013 ჩატარებისას.
საოპერაციო სისტემა: OS X Mavericks;
პროცესორი, საბაზისო კომპლექტაცია: 4-ბირთვიანი Intel Xeon E5 3,7 გჰც; გაფართოებული კომპლექტაცია: 6-ბირთვიანი Intel Xeon E5 3,5 გჰც.
ოპერატიული მეხსიერება: 12, ან 16 გბაიტი 1866MHz DDR3 ECC, 32 ან 64 გბაიტამდე გაფართოების შესაძლებლობით;
გრაფიკული ამაჩქარებელი: Dual AMD FirePro D300 2 გბაიტი GDDR5 VRAM უმცროს მოდელში, ან Dual AMD FirePro D500 3GB GDDR5 VRAM გაფართოებულ კომპლექტაციაში; შესაძლებელია სამი 4K მონიტორის მიერთება.
მუდმივი მეხსიერება: 256, 512 ან 1024 გბაიტი.
პორტები: 6 Thunderbolt 2 პორტი; 4 USB 3.0 პორტი; HDMI პორტი; აუდიო-ფოსო.
Wi‑Fi 802.11ac;
Bluetooth 4.0;
ახალი Mac Pro ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინამორბედი, ხოლო ხმაურის დონე რამდენჯერმე უფრო დაბალია.
iOS 7-ის შვიდი სიახლე
სულ რამდენიმე კვირის წინ Apple-მა გაავრცელა თავისი მობილური საოპერაციო სისტემის, iOS 7-ის ფინალური ვერსია. დიზაინის კარდინალური ცვლილების გარდა, გამოჩნდა მრავალი ახალი ფუქნცია, მაგალითად მართვის ცენტრი, AirDrop, რადიო iTunes და სხვა სიახლეები.
საოპერაციო სისტემის მიკროკი ხელმისაწვდომია შემდეგ მოწყობილობებზე — სმარტფონები: iPhone 4, 4S, 5, 5C, 5S, პლანშეტები: iPad 2, 3, 4, Air, Mini, Mini 2, მუსიკალური დამკვრელი iPod touch 5G.
Apple-მა iOS 7-ში მრავალი ცვლილება შეიტანა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ინტერფეისის დრულიად გადამუშავებული დიზაინი. Apple-ის მთავარმა დიზაინერმა, ჯონათან აივმა გადაწყვეტილება მიიღო უარი ეთქვა მოცულობითი ფორმებზე და სისტემა გადაეყვანა ბრტყელ დიზაინზე. iOS 7 პირველი რადიკალური ცვლილება გახლავთ Apple-ის მობილურ საოპერაციო სისტემაში 2007 წლიდან.
iOS-ის გარეგანი სახე შეიცვალა, დაწყებული დაბლოკვის ეკრანიდან და ხატულებით, შრიფტებით, მდგომარეობის ინდიკატორებით, სისტემური ელემენტებით დამთავრებული. გაჩნდა ახალი ხმოვანი გაფორმება, რინგტონები. Apple გადავიდა ტექსტურებიდან და ჩრდილებიდან მკვეთრ და მკაფიო ხაზებზე. ამავდროულად, გამოსახულების გარკვეული სიღრმე ახალ საოპერაციო სისტემაში შენარჩუნებულია ნახევრადგამჭვირვალე ელემენტების წყალობით.
მაშ ასე, მოდი ჩამოვთვალოთ iOS 7-ის შვიდი მნიშვნელოვანი ცვლილება:
მართვის ცენტრი
მართვის ცენტრი — ახალი ფუნქციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იქონიოს სწრაფი წვდომა ყველაზე ხშირად გამოყენებად პარამტრებზე, როგორებიცაა, WiFi, Bluetooth, ეკრანის შემობრუნების დაბლოკვა და რეჟიმი „არ შემაწუხო“, მედია-დამკვრელის მართვა, AirDrop და AirPlay, აგრეთვე ზოგიერთი სასარგებლო აპლიკაციასთან, მაგალითად კალკულატორთან, ტაიმერთან და კამერასთან. ასევე შესაძებელია კამერის ციმციმას გამოყენება ფანარის სახით, რაც ამ სახის უამრავ აპლიკაციას უსარგებლოს ხდის.
მართვის ცენტრი — ფრიად მოსახერხებელი სიახლეა საოპარაციო სისტემაში. თუ ადრე საჭირო იყო კონკრეტულ აპლიკაციაში შესვლა ამათუიმ ფუნქციის შესასრულებლად, ახლა მართვის ცენტრი თითის მარტივი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ მომენტალურად გამოჩნდება ეკრანზე.
Safari
მობილური ბრაუზერი Safari ასევე განახლდა. მისი დიზაინი შეესაბამება მთლიანად საოპერაციო სისტემის დიზაინს, კერძოდ, მასში გაჩნდა გამჭვირვალე ელემენტები: მისამართებისა და ნავიგაციის ველი ქრება, როდესაც მომხმარებელი ვებ-გვერდს ათვალიერებს. ამის გარდა, მისამართების ველი შეთავსებულია ძებნის ველთან.
Apple-მა აგრეთვე დაამატა ბრაუზერის პრივატურლი ვერსია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ დასჭირდება პარამეტრებში გადასვლა იმისათვის, რომ „ინკოგნიტო“ რეჟიმი აირჩიოს.
კამერა
ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება განიცადა ფოტოს და ვიდეოს ჩაწერის აპლიკაციამ — მისმა ინტერფეისმა. კერძოდ, გადაღების ყველა რეჟიმი არ არის დამალული სადღაც ღრმად, როგორც წინა ვერსიებში. მათ სანახავად საკმარისია ეკრანის გადაფურცვლა. თუმცა, ზოგიერთი სტაჟიანი მომხმარებლისათვის ეს ინტერფეისი შესაძლოა უჩვეულო აღმოჩნდეს.
აპლიკაციის სხვა ცვლილებებს შორის გახლავთ ფილტრების გაჩენა ვიდეო-გადაღებისათვის, რომელთა მისადაგება შესაძლებელია გადაღების დაწყებამდე, ჩქაროსნული გადაღება და აგრეთვე შენელებული გადაღების ფუქნცია, რომელიც გააქტიურებულია მხოლოდ iPhone 5S-ში.
მრავალამოცანიანობა
iOS 7-ში გაჩნდა ნამდვილი მრავალამოცანიანობის რეჟიმი ყველა აპლიკაციისათვის, უფრო მოსახერხებელი დიზაინით. მისი ინტერფეისი წარმოდენილია ბარათების სახით, რომლებიც ეკრანის დიდ ნაწილს და მხარს უჭერენ ჰორიზონტალურ გადაფურცვლას.
iOS 7 თვალყურს ადევენებს მომხმარებლის ჩვევებს და ავტომატურად ახდენს საჭირო აპლიკაციების გააქტიურებას. მაგალითად, თუ თქვენ გიყვართ ახალი ამბების კითხვა საღამოობით, ხოლო წამკითხველი აპლიკაცია მთელი დღე ფონურ რეჟიმში არის დარჩენილი, საღამოს ის გააქტიურდება, ხოლო დღის განმავლობაში ის ნაკლებად მოახდენს ახალი ამბების ჩამოტვირთვას, რათა დაზოგოს აკუმულატორის მუხტი.
AirDrop
ფაილთა გაცვლის სერვისი AirDrop პირველად Mac-კომპი���ტერებში გაჩნდა, როგორც საოპერაციო სისტემის დანამატი. ახლა ეს ფუნქცია მობილურ მოწყობილობებშიც გადმოვიდა. სერვისი საშუალებას გაძლევთ უბრალოდ გადაგზავნოთ ფაილები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე. თუმცა მობილურიდან კომპიუტერში გადაგზავნა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. სავარაუდოთ ეს ფუნქცია მომავალში ჩაირთვება.
AirDrop-ის გამოყენებისათვის საჭიროა WiFi ქსელისა და Bluetooth-ის ჩართვა. აუცილებელი არაა ერთი და იგივე ქსელთან მიერთების არსებობა, მაგრამ WiFi მოდული ჩართული უნდა იყოს. ეს საშუალებას იძლევა დამყარდეს P2P-კავშირი Bluetooth-ის გამოყენებით.
AirDrop-ს გააჩნია პრივატულობის გარკვეული პარამეტრები. მაგალითად, შესაძლებელია წვდომის შეზღუდვა სხვა მომხმარებლებისათვის თქვენს კონტაქტებზე, ან ყველა კონტაქტის გახსნა, ან სულაც ამ ფუქნციის სრულად გამორთვა.
Siri
ვიზუალური განახლების გარდა, ვირტუალურ ასისტენტს Siri გაუჩნდა ახალი ხმები, მათ შორის მამაკაცის. ასევე ინფორმაციის დამატებითი წყაროები, როგორებიცაა საძიებო სისტემა Bing, Wikipedia და Twitter. განახლებულ Siri-ს შეუძლია სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, მათ შორის ხმოვან ფოსტაზეც. ამ გაუმჯობესებების წყალობით Apple-მა საბოლოოდ გამოიყვანა ეს სერვისი ბეტა-რეჟიმიდან.
სხვა ფუქნციები
ძირითადი ცვლილებების გარდა, Apple-მა გადაამუშავა მრავალი წვრილმანი დეტალიც. კერძოდ, კომპანიამ გააუმჯობესა აპლიკაციების მაღაზია App Store, ასევე სერვისი Find My iPhone, დაამატა მათში დამატებითი შესაძებლობები დაცვის თვალსაზრსით.
ფოტოების შენახვის ახალ აპლიკაციას უფრო სწრაფად შეუძლია გარკვეული სურათების მოძებნა: მასში გაცილებით გამარტივებულია თარიღისა და გადაღების ადგილის მიხედვით ძებნა. ახალ iOS 7-ში შესაძლებელი გახდა მობილური ფოტოების მთლიანი ისტორიის ნახვა, მინიატურული სურათების სახით, რომლებიც ქრონოლოგიურად არის დაწყობილი.
iRadio — კიდევ ერთი გახმაურებული ფუნქციაა, რომელიც iTunes-ის მომხმარებლებს საშალებას აძლევს უფასოდ უსმინონ სასურველ ჟანრს, ან შემსრულებელს, პერიოდულად სარეკლამო რგოლების ჩართვით.
როგორც ვხედავთ, წელს Apple-მა პრაქტიკულად ყველა თავისი მოწყობილობა განაახლა, თანაც ზოგიერთი მათგანის განვითარება ფრიად მოულოდნელი მიმართულებით წავიდა. წლის ბოლომდე თითოეული მათგანი გაყიდვაში გაჩნდება, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად სულ მალე მოგვეცემა შესაძებლობა, რომ ისინი ჯეროვნად შევაფასოთ.