მიუხედავად იმისა რომ iOS-ს და Android-ის მომხმარებლების დაპირსპირება ასე თუ ისე ჩუმ ფაზაში გადავიდა, სულაც არ შემცირებულა პლათფორმის შემცვლელთა რაოდენობა.
დღეს მე გეტყვით იმ 3 ძირითად მიზეზს, რის გამოც iOS-ს მომხმარებლები Android-ზე გადადიან.
SellCell-ს ანალიტიკოსების თქმით, iPhone-დან Android მოწყობილობაზე გადასვლის მიზეზი სულაც არ არის Google-ის საოპერაციო სისტემის უფრო გახსნილობა. გაგიკვრიდებათ და მათი კვლევის მიხედვით არც ფასია მთავარ 3 მიზეზში. როგორც აღმოჩნდა მათთვის პრიორიტეტი თავად მოწყობილობის მახასიათებლებია.
რესპოდენტთა უმრავლესობამ, კითხვაზე თუ რატომ გადავიდნენ iOS-დან Android-ზე, შემდეგი ძირითადი მიზეზები დაასახელა:
— საუკეთესო ეკრანი;
— ენერგოეფექტურობა;
— საუკეთესო კამერა;
მართალია ბევრი სხვა პასუხიც იყო, მათ შორის უფრო გახსნილობა, თუმცა უმეტესობის თქმით სწორედ ეს 3 მიზეზი იყო გადამწყვეტი.
ეკრანი
პირველი მიზეზი მარტივად გასაგებია, რადგან ვიცით რომ წინა წლამდე, მხოლოდ ყველაზე ძვირიან iPhone-ებს ჰქონდათ AMOLED ეკრანი. დაბალ ფასიანი iPhone-ები IPS ეკრანით იყო აღჭურვილი. ასევე, ჩვენ ვიცით რომ 120 ჰერციანი ეკრანები დღევანდელი ბაზრის ნორმაა, ის დაბალფასიან Android სმარტფონებშიც გვხვდება. მოგეხსენებათ რომ iPhone 12-ზე განახლების სიჩქარე 60 ჰერცია.
ელემენტი
ენერგოეფექტურობის მიზეზიც არ არის რთული გასაგები. შეგახსნებთ რომ ჩვენ აქ არ განვიხილავთ ეს რამდენად საჭიროა და ვის სჭირდება, უბრალოდ ვსაუბრობთ ფაქტებზე. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლების განმავლობაში უახლოესი iPhone-ების ელემენტის დღიური მუშაობა ძალიან კარგია და ყველა კმაყოფილია, ჩვენ ვიცით რომ როგორც 120 ჰერციანი ეკრანები, ასევე 5000mAh-ნი ელემენტები Android სმარტფონებში ნორმად იქცა, რაც დატენვის გარეშე 2 დღიან მუშაობასც კი უზრუნველყოფს.
კამერა
კამერა ალბათ ყველაზე საკამათო მიზეზია iPhone-იდან Android-ზე გადასვლისას. გარდა იმისა რომ iPhone-ი გასაოცარ ფოტოებს იღებს, მას აქვს ისეთი საუკეთესო რეჟიმები, როგორიცაა ღამის რეჟიმი და Deep Fusion. მაგრამ აქ არის ერთი კომპონენტი: 100x გადიდება. სიმართლე გითხრას ეს კონკრეტული, გულწრფელად უსარგებლო რამ არის ჩემთვის, თუმცა 10x ან 15x მასშტაბირება შესაძლოა სასარგებლო იყოს ბევრ სიტუაციაში, რადგან ამით შეგიძლიათ გადაიღოთ შორეული კადრი ისე, რომ ხარისხი თითქმის არ დაკარგოთ.