GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

5 მიზეზი თუ რატომ გვჭირდება Apple-ის სათვალე – მოუთმენლად ველოდებით

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/07/2021
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
2.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2007 წელს iPhone-ით Apple-მა რევოლუცია მოახდინა, 2010 წელს კი iPad-ით ახალი სამომხმარებლო სეგმენტი მივიღეთ. 2015 წელს ვიხილეთ Apple Watch-ი, რომელიც 2 წელიწადში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საათი გახდა. 2016 წლის ბოლოს გამოშვებული AirPods-ი, მორიგი რევოლუცია აღმოჩნდა. ეს ყველაფერი შთამბეჭდავია, მაგრამ სამყაროს რაღაც სჭირდება, მორიგი სიდიადე.

კომპანიის შემდეგი დიდი აღმოჩენა Apple Glasses უნდა გახდეს.

Apple Glasses რომელ მახასიათებელს ველოდებით ყველაზე მეტად

❶ AR ნავიგაცია ინფორმაციის მისაღებად

მნიშვნელოვანი მონაცემები, ინფორმაციები ობიექტებზე, სიგიჟეა! ეს ყველაფერი AR რეჟიმში.

მთავარია ნავიგაციამ არ დაბლოკოს ხედი.

2.ინტეგრირებული აპლიკაციები

დეველოპერებს უამრავი საინტერესო რამის შემოთავაზება შეეძლებათ.

იმისათვის რომ AR პროგრამები მაქსიმალურად ზუსტი იყოს, Apple-ის ჭკვიანი სათვალეები აღჭურვილი უნდა იყოს LiDAR-ით, რომელიც გამოიყენება iPhone 12 Pro-სა და ამჟამინდელ iPad Pro-ში. 

მაგალითად YouTube-ის ყურება ჭურჭლის რეცხვის დროს. სათვალე ნაწილობრივ ჩაანაცვლებს საათს.

სათვალეს ასევე შეუძლია შემოგვთავაზოს ვირტუალური დამატებითი მონიტორი, მაგალითად MacBook-ის გვერდით.

3.მხედველების პრობლემის გამოსწორება

Apple-ის სათვალე შესაძლოა დამოუკიდებლად მოერგოს თვალის პრობლემების მქონე ადამიანს.

არა, ეს არ არის ფანტაზია. Apple-ს ასეთი პატენტი უკვე აქვს. სათვალეს საშუალება ექნება ავტომატურად დაადგინოს მხედველობის პრობლემები (მიოპია, ჰიპერპოპია, ასტიგმატიზმი) და გამოასწოროს ისინი მომხმარებლის მხრიდან მოქმედების გარეშე.

სპეციალური ლინზები შეიცვლიან ფორმას, რათა საჭიროებისამებრ მოახდინონ სურათის ფოკუსირება სათვალის მფლობელის ბადურაზე.

4.მიახლოება და ფოკუსირება

Apple-ის სათვალე კამერების სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. მისი დახმარებით, მაგალითად მუშაობის პროცესში შეძლებთ მხოლოდ MacBook-ის ეკრანის ყურებას, ფოკუსირებულად, ისე რომ გარშემო არაფერი გამოჩნდება. ასევე შეძლებთ მიზუმვას და ყველაფრის ახლოდან ნახვას.

5.Apple Glasses ურთიერთობა სხვა Apple-ის მოწყობილობებთან

სათვალე Apple-ის ეკოსისტემის ნაწილი უნდა გახდეს.

მაგალითად სმარტფონის ეკრანზე ყურებისას, უნდა შეგვეძლოს ავტომატური გაფართოება.

ჩვენ უკვე ვთქვით Mac-ის ვირტუალურ მონიტორზე, იგივე უნდა შევძლოთ iPad-ზე და iPhone-ზე.

ჭკვიანი სათვალე შეიძლება გადაიქცეს უსადენო ყურსასმენად, ამ ეტაპზე მის ადგილს AirPods-ი იკავებს.

როდის ველოდებით?

Apple Glasses ნამდვილად არ უნდა დაველოდოთ 2023 წლამდე. მანამდე Apple-მა რამდენიმე ისეთი ტექნოლოგია უნდა შემოგვთავაზოს, რითიც შეამოწმებს მზად არის თუ არა სამყარო მსგავსი მოწყობილობისთვის.

ინტერნეტ სივრცეში ჩნდება ხოლმე სიახლეები, სადაც წერია რომ Apple-მა შეაჩერა ეს პროექტი, თუმცა ჩვენი აზრით, ეს Apple-ის მიერ შემოთავაზებული მორიგი რევოლუცია იქნება.

Tags: Apple
Previous Post

iPhone 13-თ სხვა მოწყობილობის დატენვას შევძლებთ

Next Post

Samsung-მა Apple-ის ქმედება გაიმეორა — კონტროლს ამკაცრებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში
სიახლეები

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში

31/05/2023
158
Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ
სიახლეები

Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ

28/05/2023
162
საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს
სიახლეები

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს

16/05/2023
51
Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ  trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას
სიახლეები

Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას

16/05/2023
90
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით
სიახლეები

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

15/05/2023
45
პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები
სიახლეები

პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები

13/05/2023
38
Next Post
Samsung-მა Apple-ის ქმედება გაიმეორა — კონტროლს ამკაცრებს

Samsung-მა Apple-ის ქმედება გაიმეორა — კონტროლს ამკაცრებს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG