GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

5 ფუნქცია, რომელსაც ველოდებით iOS 14-ში

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
14/01/2020
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

iOS-ს უკვე მრავალი წელია არ განიცდის ფუნქციების ნაკლებობას. თუ 5-7 წლის წინ Apple-ის მობილური OS-ს ჯერ კიდევ ბევრი ფუნქცია აკლდა, ამჟამად ძნელია ერთბაშად გაიხსენო საჭირო ფუნქციები, რომლ;ებიც ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული. მაუსის მხარდაჭერა — არის, ღამის რეჟიმი — არის, ჩამოტვირთვის მენეჯერი — ესეც კი არის (სალამი ანდროიდის მომხმარებლებს). აქედან გამომდინარე, უფრო წვრილმანი ფუნქციები, რომლებიც ნამდვილად არ იქნებოდა iOS-ისათვის, უმეტესობას გვახსენდება მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც მათში არის მოთხოვნილება, ხოლო დანარჩენი დრო ვკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს. წარმოგიდგენთ ფუნქციების არჩევანს, რომლებიც Apple-მა უბრალოდ უნდა დაამატოს iOS 14-ში.

ნაგულისხმევი აპლიკაციების შეცვლა iOS-ზე

იმისდა მიუხედავად, რომ რეგულარული iOS აპლიკაციები ისეთი კარგია, რომ მათ შეცვლა დიდად არ არის საჭირო, დროდადრო ასეთი მოთხოვნილება მაინც ჩნდება. ყველაზე ხშირად, ჩნდება საჭიროება კამერის აპლიკაციის შეცვლისა, რათა სამუშაო მაგიდიდან გაუშვან არა წინასწარ დაყენებული კლიენტი, არამედ მესამე მხარის მიერ მოწოდებული. ამასთან, ზოგჯერ არის საჭირო, მაგალითად, სტანდარტული შეტყობინებების, ტელეფონის და კიდევ ხმოვანი ასისტენტის შეცვლა, რომ მათთან მოახდინონ ურთიერთქმედება. ჯერ-ჯერობით, ეს არ არის შესაძლებელი და ბევრი მომხმარებელი ძალიან განიცდის, განსაკუთრებით ანდროიდიდან გადმობარგებულები. გააკეთებს თუ არა Apple ამას, ჯერ კიდევ საკითხავია.

ვიჯეტები ბლოკირების ეკრანზე

ერთ დროს, Apple ცდილობდა აეთვისებინა ვიჯეტები, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, თუ რამდენად მოსახერხებელია მათი ინტეგრირება თავად სისტემაში. ყოველთვის, როდესაც კომპანია იწყებდა ინტეგრაციას, დეველოპერები ათავსებდნენ ვიჯეტებს იქ, სადაც ჩვეულებრივ არავინ ეძებდა მათ. პრინციპში, მათი გაგება შეიძლება. ამინიდის ვიჯეტის ხატულებს შორის ჩაკვეხება არ გამოიყურება განსაკუთრებულად ესთეტიურად. მაგრამ რას იტყვით, რომ გადადგმული ნაბიჯების მთვლელის, დახარჯული კალორიების, ან ყოველდღიური გეგმების ვიჯეტები ბლოკირების ეკრანზე რომ გამოჩნდეს? უმეტესწილად ის ცარიელი რჩება და ვიჯეტები დაიკავებს მას შეტყობინებების ხელის შეშლის გარეშე.

სამუშაო დაფის ხატულების განთავსება

iOS-ის მომხმარებლები, ტრადიციულად, პერსონალიზაციის დიდი მოყვარულები არ არიან. ამიტომ, არც დამატებითი გარსები, არც ფერადი სქემები არ სჭირდებათ iPhone-ზე, ან iPad-ზე. მაგრამ, აშკარად არ დააზარალებს მომხმარებლებს ცოტა მეტი თავისუფლება, მაგალითად, ხატულების სამუშაო დაფაზე ნებისმიერი თანმიმდევრობით დალაგება, და არა როგორც ახლა ხისტად მხოლოდ ბადისებურად. ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება ცარიელი სივრცეებით პროგრამების გამოყოფის შესაძლებლობა, თუ არ გსურთ მათი საქაღალდეების გაერთიანება.

ყოველთვის ჩართული ეკრანი iPhone-ზე

iPhone-ის უკვე სამი თაობა არის აღჭურვილი AMOLED ეკრანებით, მაგრამ Apple-ს ჯერ კიდევ არ დაუმატებია Always-On Display-ის მხარდაჭერა. ის საშუალებას გაძლევთ მიმართოთ ძაბვა ინდივიდუალურ LED-ებზე, რომლებიც ქმნიან ეკრანს, და ამით აჩვენოთ მასზე გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად, მიმდინარე დრო, გამოტოვებული ზარების ან შეტყობინებების ხატულები და კიდევ ამინდის მონაცემები, გადადგმული ნაბიჯები და მრავალი სხვა. Always-On Display-ის თვისება ის არის, რომ ინფორმაცია მუდმივად არის ნაჩვენები, მაგრამ ის პრაქტიკულად არ მოიხმარს ენერგიას AMOLED პანელების მაღალი ენერგოეფექტურობის გამო.

FaceTime-ისა და iMessage-ის გაერთიანება

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მეჩვენება, რომ Apple-მა უნდა გააერთიანოს FaceTime და iMessage ერთ აპლიკაციაში, როგორც ეს არის WhatsApp-ში, Telegram-ში, Viber-ში და სხვა მესინჯერებში. მართლაც, მიმოწერა, ისევე როგორც ვიდეო და აუდიო ზარები ერთი და იგივე პროცესის სხვადასხვა ფორმაა და, შესაბამისად, თითოეული მიზნისთვის სხვადასხვა პროგრამის არსებობა არც თუ ისე ლოგიკურია. უფრო მეტიც, Apple-მა iOS 13-ში გადაწყვიტა Find My iPhone და Find My Friends პროგრამების გაერთიანება ერთ აპლიკაციაში, რითაც ყველამ მხოლოდ ისარგებლა. ვფიქრობ, რომ კომბინირებული iMessage და FaceTime მომსახურება არ იქნება ურიგო.

Tags: iOS
Previous Post

Apple-მა უეცრად მკვეთრად შეამცირა Trade In-ის ფასები

Next Post

Apple-ის მორიგი რეკორდი App Store-ში

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში
სიახლეები

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში

31/05/2023
168
Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ
სიახლეები

Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ

28/05/2023
173
საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს
სიახლეები

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს

16/05/2023
53
Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ  trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას
სიახლეები

Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას

16/05/2023
92
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით
სიახლეები

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

15/05/2023
46
პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები
სიახლეები

პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები

13/05/2023
40
Next Post

Apple-ის მორიგი რეკორდი App Store-ში

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG