GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

6 ყველაზე ცუდი პროდუქტი, რომელიც Apple-მა წარმოგვიდგინა

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
07/04/2021
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
580
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზოგადად ძალიან რთულია 5, 10, ან მეტი პროდუქტი ჩამოთვალო და დამაჯერებლად დაამტკიცო რომ ისინი ცუდი იყო. ამ სტატიაში შევეცდებით იმ 6 პროდუქტის შესახებ გითხრათ, რომელიც არც ისე კარგი გამოვიდა.

AirPods Max-ის Smart Case – უცნაური დამცავი

ჩვენ ვიცით თუ რამდენად დეტალებში განიხილავს Apple-ი ყველა პროდუქტს, იქამდე სანამ გამოუშვებს. ვიცით რომ გადაწყვეტილებებს ძალიან ფრთხილად იღებენ… ამის ფოზნე რთულია გავიგოთ, როგორ აღმოჩნდა ეს თაროებზე. პირველმა სრულმაშტაბიანმა ყურსასმენმა ზოგადად დიდი ყურადღება მიიქცია, იყო პრობლემები, თუმცა დღეს შედეგი ძალიან დადებითია, გაყიდვების მაჩვენებელი მაღალია, ტიმი კმაყოფილია, ხოლო ამის ფონზე მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროდუქტი Apple-ის ისტორიაში, მისი „შალითა“ რომელსაც ჭკვიანი ქეისი დაარქვეს.

iPod Hi-Fi — დინამიკი

მისი ხმის ხარისხი მაღალი რომ ყოფილიყო, წარმატების შანსი ექნებოდა

ყოველთვის როცა Apple-ის გადაწყვეტილება არ მოგვწონს, ვამბობთ რომ სტივ ჯობსის დროს ასე არ მოხდებოდა. თუმცა, სტივს ბევრად მეტი შეცდომა ჰქონდა, ვიდრე ტიმ კუკს ან ჯონ სკალის. მაგალითად 2006 წლის 28 თებერვალს სტივ ჯობსმა თავის გუნდს Apple Town Hall-ში 7,7 კილოგრამიანი iPod დინამიკი წარმოუდგინა, რომელსაც საკმაოდ უცნაური დიზაინი ჰქონდა და 349 დოლარი ღირდა.

ბაზარზე უამრავი მსგავსი დინამიკი არსებობდა, გაცილებით იაფად და უკეთესი ხარისხით. ერთი წლის შემდეგ ეს მოწყობილობა – iPod Hi-Fi, გასაყიდი პროდუქტებიდან გაქრა. გაყიდვების რაოდენობა უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით რომ ძალიან ცოტა იყო.

MacBook – პეპლის კლავიატურა

მომხმარებლებმა ვერ შეძლეს პეპლის შეყვარება

ამ კლავიატურის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ჯონათან აივმა, ჯონ ტერნუსმა და დიზაინერთა გუნდმა. მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე თხელი კლავიატურა. მის შესაქმნელად ძალიან დიდი დრო დაიხარჯა და თავიდან აღფრთოვანებაც გამოიწვია. რაღაც დროის შემდეგ რომ არა მისი მარცხი, ტექნიკური ასპექტით, შესაძლოა წარმატებულ პროდუქტადაც კი შეფასებულიყო.

რა თქმა უნდა ყველა გარემოში სრული სისუფთავე არ არის და კლავიატურის პატარა დაბინძურებაც კი დიდ პრობლემებს ქმნიდა, რამაც მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე კლავიატურა ყველაზე ცუდ პროდუქტად გადააქცია.

iPod-ის წინდები

დიახ, Apple-მა მართლა გამოუშვა ეს

2004 წლის დეკემბერში, შობამდე, Apple-ის საიტზე და Apple Store-ების თაროებზე iPod-ის წინდები გამოჩნდა. მისი ფასი 29 დოლარი იყო და ნაწილობრივ მართლა იცავდა მას დაკაწვრისგან. მიუხედავად სუსტი გაყიდვებისა, იგი 8 წელი იყიდებოდა. არსებობს ვერსია რომ მისი თაორებზე გამოტანის გადაწყვეტილება უშუალოდ სტივ ჯობსმა მიიღო. ეს ჭორია, თუმცა სიმართლის მსგავსი. 2012 წელს როცა უკვე ტიმ კუკი იყო სათავეში, წინდები თაროებიდან გაქრა, ისე რომ არავის გაუგია.

eWorld-ი არის Apple-ის ყველაზე დამღუპველი სერვისი

Apple-ს კარგად არ გამოუვიდა საკომუნიკაციო სერვისი

Apple-ის ცოდვების ჩამოთვლისას, დიდი ეფლის მოყვარულები ყოველთვის ახსენებენ eWorld-ს, .Mac-ს და MobileMe-ს. იქამდე სანამ სტივ ჯობსი iCloud-ს გამოიგონებდა, Apple-ი სერვისების მომსახურებას ვერ ანხორციელებდა. სინამდვილეში AppleLink-ი წარმატებული კომპონენტი იყო, თუმცა eWorld-მა ყველაფერი ჩაშალა. მომსახურება არ იყო იაფი, თუმცა 1996 წლისთვის დაახლოებით 155 ათასი მომხმარებელი ჰყავდა.

რაც შეეხება Apple-ის შემდეგ საკომუნიკაციო პროექტებს (.Mac და MobileMe) სათანადო ხელმძღვანელობის არარსებობის გამო ჩავარდა. ესენი გენიალურად მოფიქრებული სერვისები იყო, თუმცა ყველაფერი სულელური განვითარების გზამ და სიჩქარემ განაპირობა.

iCloud-ი არ განუვითარებია სტივ ჯობსს, ის მან მოიგონა და განავითარეს ედი კიუმ და სხვებმა. ხოლო .Mac-ისა და MobileMe-ს განვითარება სტივ ჯობსის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.

Apple III არის ყველაზე პრობლემატური Mac-ი

ეს პეპელა კლავიატურაზე ცუდიც კი აღმოჩნდა

სტივმა მშვენივრად იცოდა რომ ყველაფერი თავისი ბრალი იყო. Apple III-ის დიზაინი 1980 წლისთვის შეიძლება ითქვას საუკეთესოც იყო, თუმცა გადახურების გამო დაფები გამართულად არ მუშაობდა. Apple III-ს პრობლემები ნათლად ჩანდა და 1 წლის შემდეგ იგი თავიდან წარმოადგინეს, სადაც ყველა პრობლემა მოგვარებული იყო, თუმცა ცუდი იმიჯის გამო, ამან აღარ გაამართლა — მას პოპულარობა უკვე დაკარგული ჰქონდა. პოზიტიურად თუ შევხედავთ, რომ არა Apple III-ს ფიასკო, შესაძლოა Macintosh-ის ფიასკო გვეხილა.

Tags: AirPodsAppleMac
Previous Post

ტიმ კუკი აღიარებს რომ ის აღფრთოვანებულია ელონ მასკითა და ტესლათი

Next Post

ჩიპების გლობალური დეფიციტი iPad-ისა და MacBook-ის წარმოებას შეაჩერებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
237
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
192
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
771
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
843
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
ჩიპების გლობალური დეფიციტი iPad-ისა და MacBook-ის წარმოებას შეაჩერებს

ჩიპების გლობალური დეფიციტი iPad-ისა და MacBook-ის წარმოებას შეაჩერებს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG