GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

სტივ ჯობსის ნოუთბუკის მოპარვის არაჩვეულებრივი ამბავი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
25/11/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
338
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

Eavesdrop-ის პოდკასტის 48-ე ეპიზოდში, Apple-ის მობილური რეკლამის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ენდი მილერმა მოყვა წარმოუდგენელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შემთხვევით მოიპარა მან სტივ ჯობსის მაკბუკი.

2009 წელს მილერმა და მისმა გუნდმა შექმნა რეკლამის მაგალითები, რომლებსაც უნდა ეჩვენებინა iAd პლატფორმის პოტენციალი. მილერმა შექმნა რამდენიმე ვიდეო, Sears-ისა და McDonald’s-ის მონაწილეობით.

ჯობსს არ მოსწონდა პროექტები იმის გამო, რომ ისინი შესრულებული იყო დაბალ დონეზე და არ ასახავდა Apple-ის ხედვას. შემდეგ სტივი გაბრაზდა და მილერს უბრძანა, „თავიდან მომწყდიო“. სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელმა საჩქაროდ მოკრიბა თავისი ნივთები ამ პროცესში შემთხვევით ჯობსის MacBook ჩაიდო ჩანთაში, ასევე მაუსი და მაუსპედიც ზედ მიაყოლა.

ოფისში დაბრუნებისთანავე მან გამორთო სმარტფონი, რათა ხელი არავის შეეშალა მისთვის მუშაობისას. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მასთან ორი დაცვის თანამშრომელი მოვიდა და გადასცა ტელეფონი.

ყურმილში ჯობსის ხმა გაისმა. პირველი რაც მან ჰკითხა იყო: „რატომ მოიპარე ჩემი ლეპტოპი“?

მილერმა ძლივს განმარტა, რომ ეს შემთხვევით მოხდა და მას არ სურდა Apple-ის ხელმძღვანელის ლეპტოპიდან საიდუმლო დოკუმენტების დაკოპირება.

სიტუაცია არასასიამოვნო იყო, რადგან ჯობსმა თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ მაკბუკი მოიპარეს საიდუმლო პროექტებზე წვდომის მიღების მიზნით.

შედეგად, ჯობსმა დაუჯერა მის ვიცე-პრეზიდენტს, დაცვამ წაიღო ლეპტოპი და მაუსპედი. მაუსი დარჩა მილერთან. იგი კვლავ მის სახლში ინახება.

მილერი არის Quattro Wireless-ის დამფუძნებელი, რომელიც Apple-მა 2009 წელს შეიძინა 275 მილიონ დოლარად. მის საფუძველზე შეიქმნა iAd სარეკლამო სერვისი, რომელიც 2016 წელს დაიხურა. 2011 წელს მილერმა დატოვა Apple.

Tags: Apple
Previous Post

iPhone-ის ყველა რეკლამა ერთ ვიდეოში 2007-2019

Next Post

რატომ რეკავს iPhone-ის მაღვიძარა 9 წუთიანი ინტერვალებით?

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.8k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
243
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
196
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
775
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
861
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
860
Next Post
რატომ რეკავს iPhone-ის მაღვიძარა 9 წუთიანი ინტერვალებით?

რატომ რეკავს iPhone-ის მაღვიძარა 9 წუთიანი ინტერვალებით?

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG