GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

MWC 2012: Adobe-მ წარმოადგინა Photoshop Touch iPad 2-ისათვის

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
27/02/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
610
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სერიოზულ IT-კომპანიებსაც ხანდახან მოსდით იაღლიშები, რომლებსაც იქამდე მივყავართ, რომ პროდუქტები, რომელთა გამოშვებაც დაგეგმილია კონკრეტული თარიღისათვის, უფრო ადრე გამოდის.

საუბარია Adobe-ს ახალ აპლიკაციაზე Photoshop Touch iPad-ისათვის. გუშინ ის სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა App Store-ის ახალ ზელანდიურ ფილიალში და ასევე სწრაფად გაქრა ვირტუალური მაღაზიიდან. თუმცა ზოგიერთმა მომხმარებელმა მოასწრო ამ აპლიკაციის შეძენა 9,99 დოლარად. საბოლოოდ პროგრამა ამ დილით გამოვიდა ოფიციალურად გაყიდვაში და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ვნახოთ, თუ რისი მაქნისია ის.

Photoshop Touch — მობილური გრაფიკული ბრაუზერი, ფაილების დამთვალიერებელი, კონვერტორი და რედაქტორია მარტივი ინტერფეისით და ფუქნციების საუცხოო ნაკრებით. სიახლე მხარს უჭერს რედაქტირების ყველა ძირითად ფუქნციას: ზომის შეცვლა, ჩამოჭრა, სახელის გადარქმევა, ფერთა და განათების კორექცია და სხვა.

Adobe Photoshop Touch-ის თავისებურებები iPad 2:

  • Photoshop-ის სამაგიდო ვერსიის პოპულარული ფუქნციების გამოყენების შესაძლებლობა: ფენები, ხელსაწყოები, პარამეტრები, ფილტრები;
  • პლანშეტის კამერის გამოყენება გამოსახულების არეების შესავსებად;
  • ხელსაწყო Scribble გამოსახულების ნაწილის გამოსაყოფად, აგრეთვე Refine Edge — ფოტოს ელემენტების ზუსტი მონიშვნისათვის;
  • Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით გამოსახულებების ძებნა და შეძენა;
  • სურათების Facebook-ში გამოქვეყნება და ამ სურათებზე კომენტარების ნახვა აპლიკაციაში;
  • ჩადგმული გალერეა და პროგრამასთან მუშაობის დეტალური სახელმძღვანელო;
  • სურათების უსადენო ბეჭდვა AirPrint-ის ფუნქციის გამოყენებით;
  • პროექტების Adobe Creative ღრუბელში ატვირთვა და ამ ფაილებთან Photoshop CS5-იდან წვდომა;
  • გამოსახულების მაქსიმალური ზომა 1600 x 1600.

Photoshop Touch თავსებადია მხოლოდ iPad-ის მეორე თაობის პლანშეტებთან და საოპერაციო სისტემა iOS 5-თან.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=w7P09raPIHQ[/youtube]

გადმოტვირთეთ Photoshop Touch iPad 2-ისათვის [iTunes]

წყარო: engadget.com

Tags: iOSiPadiTunesWatch
Previous Post

Apple-ის ახალი სარეკლამო რგოლი ეძღვნება iCloud-ს

Next Post

iPad 3 მოდის!

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
206
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
70
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
112
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
114
სტივ ჯობსის კუთვნილი Apple Computer-ის პროტოტიპი აუქციონზე გაიტანეს
სიახლეები

სტივ ჯობსის კუთვნილი Apple Computer-ის პროტოტიპი აუქციონზე გაიტანეს

22/07/2022
35
iPhone 14-ს შესაძლოა სიმ-ბარათის ჩასადები არ ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14-ს შესაძლოა სიმ-ბარათის ჩასადები არ ჰქონდეს

22/07/2022
336
Next Post
iPad 3 მოდის!

iPad 3 მოდის!

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG