Apple-ის ახალი AirPods Pro ნამდვილად მაგარი მოწყობილობა გამოვიდა, რომელიც ყველასათვის შესაფერისია. კომპანიის ინჟინერებმა არაერთი უნიკალური გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც განაპირობებს მის კომფორტულ ტარებას. საუბარია შიდა და გარე წნევის გამათანაბრებელ ტექნოლოგიაზე და მის ანატომიურ დიზაინზე, რომელიც მჭიდროდ ერგება თქვენს ყურებს. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ მას ინოვაციური ხმა გააჩნია, რომელიც სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა Apple-მა. ამ ყველაფრის ფონზე, გაჩნდა ალბათობა რომ მას აქვს ერთი უსიამოვნო თვისება.
ზოგიერთი მომხმარებელი ჩივის რომ Apple-ის მაგიური ყურსასმენები თავის ტკივილს იწვევს. უფრო ზუსტად კი, დაკვირვებების შემდეგ დაადგინეს რომ თავის ტკივილი მას შემდეგ იწყება, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ხმის შემცირების ტექნოლოგიას გამოიყენებ. ამ ფუნქციის გამორთვის შემდეგ კი, თავის ტკივილი ჩერდება.
როგორც ცნობილია, ხმაურის გაუქმების ტექნოლოგიისგან გამოწვეული თავის ტკივილი მხოლოდ Apple-ის AirPods Pro-ს არ ახასიათებს და როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, სხვა მწარმოებლებსაც უჩივიან ამ პრობლემის გამო. თუმცა, არსებობენ ადამიანები რომლებსაც მზგავსი პრობლემა არ აწუხებთ, რაც იმ თეორიას ადასტურებს რომ ზოგადად, ზოგიერთ ადამიანს ამ დონის ბგერებზე თავის ტკივილი ეწყება.
თუ ამ სტატიის მკითხველი ამ კატეგორიაში შედიხართ, გირჩევთ რომ ხმაურის შემცირების ტექნოლოგია მცირე დროის განმავლობაში გამოიყენოთ. [Reddit]