
ერთი კვირის წინ უკვე მოგახსენეთ, რომ Apple-მა მიიღო ოფიციალურად თანხმობა სახელმწიფოსგან, რომ დაეწყო უპილოტო ავტომობილის სატესტო სვლები გამოყოფილ ტერიტორიაზე. მეორე დღეს საინფორმაციო სააგენტომ macReports-მა მიიღო კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც აღწერს უფრო დეტალურად ამ პროექტის შესახებ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ტესტირებაში ჩაერთვება Apple-ის 6 თანამშრომელი, ასევე რობოტები, რომლებიც პროგრამულად შეეცდებიან საჭესთან ისხდნენ. ტესტირებები Apple-ის Campus-ში ჩატარდება. მოდიფიცირებულ ვერსიად ლექსუსი ჯიპს იყენებენ, კონკრეტულად Lexus RX450h. მონიტორინგზე მუშაობს ავტოპილოტი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაერევა ფიზიკური.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ Apple-ის უპილოტო მანქანას შეეძლება დაიჭიროს ერთი სიჩქარე, ასევე გაზარდოს და შეამციროს, საჭიროების მიხედვით, როგორც ეს Teslas ფირმის მანქანას შეუძლია, რომელიც მალე გამოჩნდება ბაზარზე.