WWDC 2017-ზე Apple-მა დააანონსა ახალი iMac-ები, ამჯერად Pro მოდელი. ეს კომპიუტერი ჩაანაცვლებს Mac Pro-ს და აღჭურვილი იქნება საუკეთესო აპარატურული კომპონენტებით. ახალი მოდელის გამოშვება ამ წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
მიუხედავად ამისა, ტესტირების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა Geekbench-ის კატალოგში. ახლა ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ Apple-ის ყველაზე მძლავრი პროდუქტის შესაძლებლობები.
აგვისტოს თვეში უკვე გამოჩნდა მონაცემები 8 ბირთვიანი პროცესორის Xeon W-2140B (3,2 გჰც) მოდელის შესახებ. ამჯერად ინფორმაცია მოვიდა 10 ბირთვიან მოდელზე, პროცესორით Xeon W-2150B (3,0 გჰც).
ერთადერთი „მაგრამ“ — ბოლოსართი „B“ ჩიპის დასახელებაში. სავარაუდოთ ეს პროცესორის სატესტო მოდელია. თუმცა ეს ხელს არ უშლის iMac Pro-ს გვიჩვენოს შთამბეჭდავი შედეგები.
iMac Pro 22%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე ამჟამინდელი iMac 5K, რომელიც აღჭურვილია Core i7 პორცესორით. 10 ბირთვიანი iMac Pro-მ ტესტში დააგროვა 35 917 ქულა, 41%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე 12 ბირთვიანი, უკვე მოძველებული Mac Pro, რომელსაც თავის დროზე Xeon E5 პროცესორი ჰქონდა.
მაგრამ ეფლს კიდევ ერთი მოდელი აქვს — 18 ბირთვიანი iMac Pro, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.
წყარო: MacRumors