სანამ ჩვენ აქ სულმოუთქმელად ველოდებით, თუ როდის დაამატებს ეფლი აიპედში რეტინა-ეკრანს, ქსელში დანავარდობს ჭორი ახალი Macbook Pro-ების შესახებ. საქმე იმაშია, რომ ახლა მიმდინარეობს მომდევნო თაობის მოდელების შექმნა და ისინი კარდინალურად განსხვავდებიან ახლანდელებისაგან.
მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, მ.წ. თებერვალში გამოსული Macbook Pro ბოლო იქნება ამჟამინდელი კორპუსით. შემდეგი მოდელი ძალიან განსხვავებული იქნება, ყველაფრით, მათ შორის კორპუსისათვის გამოყენებული მასალითაც. ეფლი უარს იტყვის ალუმინზე რაიმე უფრო მსუბუქი და გამძლე მასალის სასარგებლოდ.
ასევე არის მოსალოდნელი, რომ გარეგნული ცვლილების გარდა გადამუშავდება შიგნეულობაც. პირველ რიგში ეს ეხება DVD-დისკწამყვანს, რომელიც გაქრება კომპიუტერიდან, სრულფასოვან გადასვლას SSD-დისკებზე და კიდევ სხვა მრავალ გემრილეობას.
ახალ ნოუთბუკებს სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.