მრავალთვიანი სიჩუმის შემდეგ უცაბედად მივიღეთ ინფორმაცია iPod nano-ს შესახებ. თუ ეს ჭორი გამართლდა, არაერთგვაროვანი სიახლე გველოდება კუპერტინოდან.
რას იტყვით nano-ზე… კამერით?
რესურსი M.I.C. Gadget გვატყობინებს, რომ ამ სურათზე გამოსახულია ახალი ნანო, 1.3 მეგაპიქსელი კამერით. სიტყვა-სიტყვით:
კამერა აღჭურვილია ავტოდიაფრაგმიანი ობიექტივით, რაც კაშკაშა შუქის შემთხვევაში გამოიწვევს დიფრაქციას და სურათის გაბუნდოვნებას.
სამწუხარო ინფორმაცია: ორი თვის წინანდელ პროტოტიპში (ალბათ სწორედ ეგ არის გამოსახული ფოტოზე) პრობლემა არ არის აღმოფხვრილი. კარგი ინფორმაცია: სხვა დანარჩენი საკითხები მოგვარებულია და გასწორებული.
როდის? ალბათ პირველი კვარტლის ბოლოს, ან მეორე კვარტლისა. მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ?
წყარო: mic gadget