ანალიტიკოსების აზრით ახალი თაობის iPhone SE რომელიც სავარაუდოდ 2022 წელს გამოვა, ისევ 4.7 დიუმიანი ეკრანით იქნება ჩვენს წინაშე წარმოდგენილი. წლის დასაწყისში გავრცელდა ჭორები, რომ Apple მუშაობდა “iPhone SE Plus”-ზე, რის შესახებაც ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ განაცხადა რომ SE-ს ოჯახში ახალი წევრი 2022 წლამდე არ იქნება.
როს იანგის თქმით, SE-სთვის 2021 განახლება აღარ იგეგმება, მაგრამ ის ვარაუდობს რომ 2022 წლის მცირე განახლების შემდეგ, შესაძლოა დიზაინის რადიკალური ცვლილება მოხდეს 2023 წლისათვის.
როგორც ამბობენ, Apple მუშაობს iPhone SE-ს 6.1 დიუმიან ვერსიაზე, რომლიდანაც ეკრანის ამ დროისთვის სტანდარტული დიზაინებისგან განსხვავებით ამოღებული იქნება ე.წ კუნძულის ეფექტი რაც ნიშნავს იმას რომ ეკრანზე გვექნება პატარა ნასვრეტი რაშიც კამერა იქნება ჩამალული.
იანგის თქმით ვიზუალური ცვლილებების გარდა მოწყობილობა სავარაუდოდ მიიღებს განახლებულ პროცესორს და 5G მხარდაჭერას რაც შეიძლება შემოიფარგლოს 6GHz-ით.
წყარო : Macrumors