მიმდინარე წლის ოქტომბერში ეფლის მიერ დაანონსებულმა განახლებულმა Macbook Pro-მ Touch Bar-ით დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საერთაშორისო მაშტაბით მომხმარებლებს შორის — განიხილებოდა სენსორული პანელის გამოყენება, პორტების ვარიანტების სიმწირე და ახალი კლავიატურა. მე რამდენიმე დღით საშუალება მომეცა გავცნობოდი ახალ ნოუთბუკს და ვეცდები გადმოგცეთ ჩემი აზრები მის შესახებ.
ზედმეტი ინოვაციები
ეფლის ძაგება დღეს მოდაშია. ის უმსხვილესი კორპორაციაა მოსფლიოში, თანაც ისეთივე დახურული, როგორც 20 წლის წინ. მისი პროდუქტები გაცილებით ძვირია, ვიდრე კონკურენტების ანალოგები, მაგრამ ამის მიუხედავად კვალავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად მუდმივად არსებობს განხილვის საგანი.
საგანი მრავლადაა და ხშირად ურთიერთ გამომრიცხავი. iPhone 7-ის პრეზენტაციის შემდეგ კომპანია გააკრიტიკეს ფრიად მცირე ოდენობის ინოვაციების გამო — iPhone 6s-ის უბრალო გაუმჯობესება იყო და მეტი არაფერიო. Macbook Pro-ს პრეზენტაციის შემდეგ სიტუაცია საპირსიპირო იყო — მოდელი ზედმეტად კარგი გამოვიდა, ეფლმა უკვე აღარ იცის რა გააკეთოს და ინოვაციებს ინოვაციების გულისთვის ამატებსო.
ნოუთბუკების სეგმენტში პრობლემა მართლაც არსებობს. ამ ბაზარზე უკვე დიდი ხანია არ გვინახავს სეროზული სიახლე. ხდება ცალკეული ელემენტების გაუმჯობესება — ეკრანის, პროცესორის და ა.შ. მაგრამ ეს კვლავ კლავიატურით, ტრეკპადითა და ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობაა. ამის გარდა მოთხოვნა ნოუთბუკებზე წლიდან წლამდე ეცემა — ბევრი მომხმარებელი, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და დოკუმენტებთან მუშაობა სჭირდება, პლანშეტებზე გადადის. ისინი უფრო იაფია, კომპაქტურია და ხშირად მეტად მოსახერხებელიც. თუმცა, Macbook Pro-ს მომხმარებელი ალბათ ვერ შეძლებს პლანშეტზე გადასვლას. ნოუთბუკი კვლვაც რჩება დეველოპერების, დიზაინერების და ინჟინრების ძირითად სამუშაო ხელსაწყოდ. მათ ყოველთვის მეტი წარმადობა და შიგთავსის შექმნის მოსახერხებელი არე ესაჭიროება.
Microsoft-მა უნივერსალური მოწყობილობის გამოშვება არჩია, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ნოუთბუკი, პლანშეტი და სმარტფონი. ეფლი თვლის, რომ არ შეიძლება ერთ მოწყობილობაში სხვადასხვა სამომხმარებლო გამოცდილების გაერთიანება და აგრძელებს პარალელურ მუშაობას რამდენიმე მიმართულებით: სმარტფონები, კომპიუტერები და პლანშეტები.
ამასთან, ეფლის ინჟინრები ხშირად სესხულობენ ცალეკულ გადაწყვეტილებებს მეზობელი დეპარტამენტებიდან. ასე მაგალითად, Macbook-ში გაჩნდა Retina-ეკრანი, iPad Pro-ში — გარე კლავიატურა, macOS-ში — პერსონალური ასისტენტი Siri, ხოლო iOS-ში — მალტითასქინგის რეჟიმი.
ახლა ეფლის ინჟინრებმა Macbook Pro-ში დაამატეს სენსორული პანელი, ადაპტირებადი თაჩ-ინტერფეისით — გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ნაკარნახევია iPad-ის განყოფილებიდან.
კორპუსი
Macbook Pro-მ ახალი კორპუსი მიიღო. ის კიდევ უფრო თხელი გახდა, შეიცვალა ხუფის კორპუსთან სამაგრი, სპიკერები წინა ნაწილში გადმოვიდა, ხოლო სავენტილაციო ხვრელები — უკანა მხარეს. და სამწუხაროდ ეფლის ლოგო აღარ ანათებს, როგროც წინა მოდელებში.
ეკრანი
ეფლი ამტკიცებს, რომ ახალი Macbook Pro აღჭურვილია Mac-ის ისტორიაში საუკეთესო ეკრანით. სიკაშკაშის, კონტრასტულობისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტული გაუმჯობესების გარდა ახალ ეკრანში პირველად გამოჩნდა გაფართოებული ფერთა გადმოცემა. პრაქტიკულ აქსპეტში ეს ნიშნავს, რომ ეკრანი კიდევ უფრო მეტ ფერს გადმოსცემს, რაც უმჯობესია დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისათვის.
კლავიატურა
კლავიატურა ახლა იმის ანალოგიურია, რაც აყენია 12 დუიმიან Macbook-ში — თხელი, გადიდებული კლავშებით და დაჭერის მექანიზმით „პეპელა“, მემბრანის სანაცვლოდ.
ეს ამ კლავიატურის მეორე თაობა გახლავთ. კლავშის ზომა კიდევ უფრო დიდი გახდა — გაცილებით ძნელია თითის აცდენა ბეჭდვისას. შედეგად გევრდითი მოვლენა — დუნდები და ძველი ტიპის კლავიატირებზე ხელი გიცდება.
ის, ვინც Macbook Pro-ზე Macbook-იდან გადადის, ადვილად გაივლის ადაპტაციის რეჟიმს. ახალ ახალ Macbook Pro-ში კლავშზე დაჭერის ხმა მექანიკური კლავაიტურის ხმას გაგონებთ, ხოლო ტაქტილური შეგძნება სრულიად სხვნაირია — მინიმალური ბიჯით.
პორტები
ახალ Macbook Pro-ში ოთხი USB-C პორტია ჩამოტაჟებული და ერთი სტანდარტული, 3.5 მმ-იანი პორტი ყურსაცმელებისათვის.
ახალ მოდელში პორტების რადიკალურმა ცვლილებამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ღელვა ოდნავ გადაჭარბებული აღმოჩნდა. ჯერ ერთი, გადამყვანები ბევრია ბაზარზე, მეორეც, ეფლმა ამ გადამყვანებზე ფასები ქვემოთ დაწია. მესამე და ბოლოს ის, რომ ყველას არ სჭირდება უამრავი პერიფერიული მოწყობილობის მიერთება კომპიუტერზე: საკმარისია ერთი-სამზე გადამყვანი — USB, HDMI და USB-C დატენვისათვის. როგორც აღმოჩნა, ეს ყველაზე გარცელებული ქეისია ამ ეტაპზე.
ასევე საჭიროა გავიაზროთ ის, რომ დროთა განმავლობაში ეფლის ტექნიკზე სულ უფრო ცოტა გასართი იქნება.
ეფლმა გადაწყვიტა შეენარჩუნებისა მოძველებული აუდიო-პორტი, თუმცა ბოლო მოდელის აიფონში ის უკვე აღარ არის. შესაბამისად ახალი აიფონისა და ნოუთბუკის მფლობელი იძულებულია ორი სხვადასხვა ყურსაცვამი ატაროს, ან გდამყვანი ტელეფონზე.
თუმცა იმაზე ფიქრი, რომ Macbook Pro-ს შემდეგ მოდელში ჩვენ შესაძლოა Lightning გასართი ვიხილოთ, ნაადრევია და მცდარიც ალბათ. პირიქით, დიდი ალბათობით ტელეფონის შემდეგ ვერსიაში ჩვენ ვიხილავთ USB-C პორტს და შესაბამის ყურსაცვამებს. ამით პორტების აღრევის თემა ნაწილობრივ ამოიწურება.
Touch Bar
Touch Bar — ახალი Macbook Pro-ს ყველაზე საინტერესო სიახლეა. ყველა, ვისტანაც ვისაუბრე ამ სიახლეზე, მეთანხმება, რომ F1-F12 კლავშების დიდი ნაწილი უკვე უსარგებლოა და მოსაცილებელი იყო ფიზიკური კლავიატურიდან. იშვიათ აპლიკაციებში ისინი კვლავაც გამოიყენება ზოგიერთ ფუნქციაზე წვდომისათვის, მაგრამ მასობრივად უკვე აღარ არის საჭირო. ამის გარდა, macOS-ში მათი გამოყენება ადვილი არ არის: ნაგულისხმევად, მათ გამოსაყენებლად საჭიროა Fn-კლავიშის გამოყენება.
შედეგად, 13-დან მხოლოდ 5 კლავში გვრჩება, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ — ხმის და ეკრანის სიკაშკაშის რეგულირება და ESC. ეფლის გადაწყვეტილება: მოშორდა ყველა კლავიში და მათ ადგილზე სენსორული პანელი დადგა. მთავარი კითხვა: რამდენად არის ეს ნაბიჯი გამართლებული?
თავის ადგილზე
პროგრამების დიდი წილი — როგორც Windows-ში, ასევე macOS-ში — 20 წელზე მეტია ერთნაირად არის მოწყობილი. სივრცის დიდი ნაწილი, ფანჯრის 90 პროცენტი ეთმობა შიგთავსს, ზემოდან, მზერის გასწვრივ განთავსებულია ხშირად გამოყენებული ხელსაწყოების ზოლი.
მაგალითისათვის ავიღოთ ტექსტური რედაქტორი. ჩვენ ვკრეფთ ასოებს კლავიატურის საშუალებით, ხოლო ტექსტის ჩასასწორებლათ ვიყენებთ ტრეკპადს. თუ ხელის მოძრაობას თვალს გავადევნებთ, დავინახავთ, რომ ხელი მოძრაობს კლავიატურიდან ქვემოთ — იმისათვის რომ მოძებნოს კურსორი, შემდეგ საჭირო ღილაკი მენიუში — შემდეგ ხელი უკან ბრუნდება. ხელების ასეთი მოძრაობა არ შეესაბამება იმას, თუ როგორ არის განთავსებული ელემენტები ეკრანზე. მაგრამ გრაფიკული საოპერაციო სისტემების არსებობის სამი ათწლეულის განმავლობაში ყველა მიეჩვია ამ ფორმას.
გადაწყვეტილება პროფესიონალი მომხმარებლებისათვის, რომლებსაც არ სურთ საჭირო ფუნქციის ძებნა კურსორის საშუალებით, გახდა კლავიშთა სწრაფი კომბინაციები. „სწრაფი“ იმიტომ, რომ მათი საშუალებით ბრძანება უფრო სწრაფად იგზავნება კომპიუტერში, ვიდრე კურსორით. ამ შემთხვევაში მომხმარებელს საერთოდ არ სჭირდება ტრეკპადი ტექსტთან მუშაობისას — ყველა ურთიერთქმედება ხდება აქვე, კლავიატურაზე.
კლავიშთა სწრაფი კომბინაციების გვერდითი ეფექტი არის მომხმარებლის განსწავლულობის უფრო მაღალი დონე. მალსახმობების ეფექტურად გამოყენებისათვის თავიდან საჭიროა მომხმარებლის სწავლება. არა უბრლოდ სწავლება, არამედ დაზუთხვა — რათა გამომუშავდეს კუნთოვანი მეხსიერება მუშაობის დროს. ინტერფეისების დამპროექტებლის თვალსაზრისით ეს — ნამდვილი ჯოჯოხეთია.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, თუ როგორ მინიმალიზმამდე არის დაყვანილი მობილური ინტერფეისები. ყველა მიეჩვია იმას, რომ მართვის ფუქნციები თვალწინ არის, ხოლო მომხმარებლის ინტერფეისთან მიჩვევის პროცესი შედგება სამი ეკრანისაგან, ან საერთოდ არ არსებობს.
რა გააკეთეს ეფლის ინჟინრებმა: მათ მართვის არე პროგრამის ქუდიდან გადაიტანეს ფიზიკური კლავიატურის ზემოთ. ანუ ახლა ურთიერთქმედება ხელსაწყოებთან შეესაბამება იმას, თუ როგორც არიან ისინი განლაგებული. თეორიულად, ეს უფრო მოსახერხებელია. მის გარდა, რიგითი მომხმარებელი ერთბაშად შეძლებს ყველა უპირატესობის გამოყენებას, რაც აქვთ პროფესიონალებს კლავიშთა სწრაფი კომბინაციების გამოყენებით.
Touch Bar შექმნილია იმისათვის, რომ შეცვალოს ფუნქციური კლავიშები. ის შექმნილია იმისათვის, რომ აღარ გამოვიყენოთ კლავიშთა სწრაფი კომბინაციები.
ეფლმა უკვე ჩაატარა ტესტირება iPad Pro-ზე. კლავიატურაში Magic Keyboard არ არის ზოგიერთი ფუნქციური კლავიში და ასევე ESC კლავიშიც. კლავიატურის ტაბლეტთან მირთების შემდეგ ეკრანის ქვემოთ ჩნდება ხელსაწყოთა ზოლი, რომელზეც ძირითადი ფუქნციებია გამოტანილი. როგორც ჩანს, ექპერიმენტმა გაამართლა და კომპანიამ გადაწყვიტა ამ გამოცდილების გადატანა Macbook Pro-ზეც.
Esc კლავიში თავის ადგილზე არ არის
Escape კლავიში Touch Bar-ზე გაურკვეველი მიზეზების გამო ცოტათი უფრო მარჯვნივ არის განთავსებული, ვიდრე მისი ფიზიკური ანალოგი. თუმცა ეს არ იწვევს იმ პრობლემებს, რომლისაც ეშინოდათ ჟურნალისტებს პრეზენტაციის შემდეგ: ტექსტის „ბრმა“ აკრეფის დროს თითი აგიცდებათო ამ კლავიშზეო.
Touch Bar-ის ყურადღებით შესწავლისას შეგვიძლია დავინახოთ, რომ უბრალოდ შეუძლებელია აღნიშნული კლავიშის უფრო მარცხნივ გადატანა — ეკრანი უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე სენსორული პანელი. ალბათ, ეს ერთგვარი ტექნიკური შეზღუდვაა.
ამასთან Touch Bar-ის მთელი არე მგრძნობიარეა შეხებიაზე — „ბრმა“ დაჭერისას იმ ადგილზე, სადაც უნდა იყოს Esc, კლავიში მაინც რეაგირებს.
ეს „ბრმად“ დაჭერა — ნამდვილი გამოცდაა ახალი Macbook Pro-ების მფლობელებისათვის. ინსტიქტურად აჭერ იმ ადგილზე, სადაც უნდა იყოს ფიზიკურად Esc კლავიში, ხედავ მოქმედებას ეკრანზე, მაგრამ ვერ ღებულობ უკუქმედებას.
პირველი რამდენიმე დღე Touch Bar-ზე დაჭერის შემდეგ თითი ავტომატურად ქვემოთ ჩამოდის და აჭერს ნამდვილ ფიზიკურ კლავიშს — ჰგონია რომ ააცდინა. უნდა ითქვას, რომ ამისგან გადაჩვევა ძნელი არ ყოფილა. ამაში გვეხმარება ახალი ტიპის კლავიატურა, რომელიც მცირედად არის ამობურცული კორპუსიდან.
Escape კლავიში ასევე ადაპტირდება მომხმარებლის მოქმედებებზე. მაგალითად, თუ ჩავრთავთ ვიდეოს დაკვრას მთელ ეკრანზე, Esc კლავშის ნაცვლად გამოჩნდება მთელ ეკრანზე დაკვრის რეჟიმიდან გამოსვლის ხატულა, ხოლო ეკრანული სურათის გადაღებისას გამოჩნდება ღილაკი „გაუქმება“.
ხმის რეგულირება ერთი შეხებით შეიძლება
ახალ Macbook Pro-ში აღარ არის ხმის დონის რეგულირების ფიზიკური კლავიშები. თუმცა, მაგალითად iPhone/iPad-ში არის.
განვიხილოთ ტიპური სცენარი: ზიხარ ოფისში, გიკეთია ყურსაცვამები და კოლეგა აპირებს რაიმეს თქმას. ხელს გაიწვდენ მარჯვნიდან მესამე კლავიშისაკენ და რამდენჯერმე აწვები, წესით ამით ხმის დონემ უნდა დაიწიოს. ახალ Macbook Pro-ში ეს ხრიკი არ გამოგივათ.
ხმის დონის რეგულირების ადგილი იგივე დარჩა — შესაძლებელია ხელით გადაწვდომა. მაგრამ სწრაფი დაჭერა არაფერს იზამს. Touch Bar-ზე დაჭერისას გამოჩდნება ცოცია, ხმის დონის რეგულირებისათვის. ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ ამ გადაწყვეტილებას ერგო ჟურნალისტების მხრიდან.
ეს იმდენად მოუხერხებელია, რომ დროთა განმავლობაში მაუსის გამოყენება დავიწყე, მუსკის დასაპაუზებლად, ან ხმის მოსამატებლად. ეფლმა კვლავ შეცვალა ნაცნობი ხერხები, თუმცა ამჯერად არც ისე მოსახერხებლად. ეს მე მაცოფებს. — Engadget-ის ჟურნალისტი
თუმცა, მე სხვა სცენრას ვიყენებ, რომელიც მხოლოდ ერთ დაჭერას ითვალისწინებს. შესაძლებელია თითის შეჩერება ხმის ხატულაზე — გამოჩდნება ცოცია. შემდეგ, თითის აშვების გარეშე შეგიძლიათ თითი გააცუროთ მარცხნივ ხმის დასაწევად, ან მარჯვნივ — ასაწევად. ასევე მოქმედებს ეკრანის სიკაშკაშის კლავშებიც.
ფოსტა
პროგრამა, რომელშიც Touch Bar-ის უპირატესობა უდავოა, — სისტემური საფოსტო პროგრამა გახლავთ. წერილებთან ურთიერთქმედების ტიპურ სცენარებში სესნორული პანელი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე კლავშების კომბინაცია, ან ტრეკპადი.
მაგალითად, წესრილების გაზგავნისას მე მიჩვეული ვარ გამოვიყენო ტრეკპადი, ხოლო ახალ Macbook Pro-ში საკმარისია ერთხელ დავაჭიროთ ხატულაზე „გაგზავნა“. გამოყენების რამდენიმე დღის შემდეგ თითები თვითონ იმახსოვრებენ მის მდებარეობას.
ანალოგიურად სხვა ფუქნციებიც — „დაარქივება“, „პასუხი ყველას“, „გადაგზავნა“ და ა.შ. მოქმედებები, რომლებიც ადრე რამდენიმე წამს გვართმევდნენ, ახლა მყისიერად სრულდება.
Safari
უმეტეს შემთხვევაში Touch Bar-ზე ყველა ხატულა შავ-თეთრია და ისინი პრაქტიკულად ერწყმიან ფიზიკური კლავიატურის ფერთა გამას — შესაბამისად თვალი არ იღლება მუშაობისას. მაგრამ გახსნილი Safari-ს დროს პანელი რჩეულებში შენახული საიტების ხატულების კაშკაშა ფერებით ციმციმებს. გინდა-არ გინდა, მაგრამ იწყებ მათ გამოყენებას საიტებზე გადასვლისათვის.
Safari-ში Touch Bar საშუალებას გაძლევს გადაერთო ჩანართებს შორის, თითის გადასმის ჟესტით, ან გვერდის მინიატურაზე დაწკაპუნებით. ასევე არის მისამართების ველში გადასვლის ხატულაც (CMD + L-ის სანაცვლოდ), ღილაკები წინ და უკან გადასასვლელად (Option + ისრების სანაცვლოდ).
ჩანართებს შორის კურსორით გადართვის გადაჩვევა ცოტა ძნელია. თეორიულად, გასაგებია, რომ ერთი დაჭერა პანელზე უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ორი კლავშის კომბინაცია, ან კურსორი. მაგრამ ჩვევა ჯერ-ჯერობით უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
შესაძლოა, საქმე კიდევ იმაშია, რომ როგორც წესი ჩვენ ვსწავლობთ გვერდებს მათი ზემოთ-ქვემოთ გადაცოცებით თაჩპადის გამოყენებით. როდესაც როდესაც ის უფრო ახლოა, ვიდრე Touch Bar, აზრი არა აქვს ამ უკანასკნელის გამოყენებას.
ამავადროულად შესაძლებელი გახდა ძებნის ხატულას გამოყენება მისამართების ველზე გადასასვლეად. ერთი კვირის გამოყენების შემდეგ მხოლოდ მას გამოიყენებთ.
საინტერესოა Touch Bar-ის ქცევა საიტებზე ფორმებში. პანელზე გამოდის ბრაუზერის მხარდაჭერილი ტექსტის ჩასწორების ფუნქციები. თუ საიტის დეველოპერებს არ აქვთ მათი გამოყენება აკრძალული, მაშინ ტექსტის დაწერისას შესაძლებელია მისი სახის მორგება Touch Bar-ით.
Touch Bar-ის მხარდაჭერა
ეფლი კარგად მოემზადა Touch Bar-ის ფართო მასებში — ის ინტეგრირებულია ეფლის პრაქტიკულად ყველა აპლიკაციაში. მაგალითად, ეკრანული სურათის გადაღებისას შესაძლებელია ადგილის არჩევა, სადაც შეინახება სურათი. Terminal-შიც კი გამოიყენება Touch Bar სამუშაო არის ფერის შესაცვლელად.
Touch Bar ხელმისაწვდომია უცხო დეველოპერებისთვისაც. თუმცა ჯერ-ჯერობით ცოტამ თუ მოასწრო თავისი აპლიკაციების ადაპტაცია ამ სიახლისათვის. Touch Bar-ის მხარდაჭერა აქვს Sketch-ს და Photoshop-ს. სრულიად მოსალოდნელია, რომ დეველოპერები მოიფიქრებენ ამ სიახლის გამოყენების ახალ მეთოდებს.
მაგალითად, Telegram-ში Touch Bar-ის ინტეგრაციით შესაძლებელი გახდება სტიკერების და ბოტების ხელმისაწვდომი ბრძანებების ინტეგრაცია. Adobe-ს დეველოპერებს შეუძლიათ გაგვათავისუფლონ კლავშების კომბინაციების რთული ვარიანტებისაგან. და ასე შემდეგ, სია დიდია.
მომავალი Pro-ებისათვის
Touch Bar ამარტივებს მუშაობას ნოუთბუკთან და საშუალებას გაძლევთ უფრო პროდუქტიულად იმუშაოთ. სწორედ ამის გამო ეჩხუბებიან Apple-ს — რატომ შეინარჩუნეს ბოლოსართი Pro დასახელებაში?
ალბათ იმიტომ, რომ ეს ნოუთბუკი Z თაობას ეძღვნება. მათთვის ნოუთბუკი — პირველი კომპიუტრეული მოწყობილობა არ არის. მათ ჯერ სმარტფონი გაუჩნდათ, ან პლანშეტი და მხოლოდ ამის შემდეგ — კომპიუტერი. მათთის უფრო ძნელია კლავიატურული მალსახმობების დამახსოვრება. თაჩ ინტერფეისი, როგორც ეს iPad-ზეა, მათთვის უფრო მოსახერხებელია.
ამიტომ ახალი Macbook Pro სკეპსისს იწვევს 25 წელს ზემოთ ასაკის მომხმარებლებში, ვიანიდან მათ მიერ ნოუთბუკის მოხმარების წესების ჩამოშლა ხდება. Y თაობას ან მოუწევს ადაპტაცია ახალ რეალობებთან, ანდა ისევ ძველი მეთოდების გამოყენება. მინიმუმ მანამდე, სანამ ეფლი კომპიუტერიდან არ გააქრობს Control, Option და Command ფიზიკურ კლავიშებს.
და ეს სულ მალე მოხდება.