ვირტუალური რეალობა არის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მიმართულება კომპანიებისათვის. როგორც ხედავთ Google და Microsoft-ი ცდილობენ ამ მიმართულებით რაღაც ახალი გააცნონ ხალხს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნამდვილი ღირებულება და მასობრივი ტექნოლოგია ამ საკითხში მაინც iPhone-ის მფლობელების ხელშია. Apple უკვე მუშაობს ARKit-ზე, ასევე შესაძლოა გამოჩნდეს ალტერნატიული გზები iPhone-ის მოყვარულებისათვის. მაგალითად – Mira Prism.
ცოტა ხნის წინ საოცარი მოწყობილობა მოგვევლინა ყველას, განსაკუთებით iPhone-ის მფლობელებს. წყვილი სათვალე, რომელიც უკავშირება iPhone 6-დან ზევით ყველა მომდევნო მოდელს. სათვალეს აქვს სარკე, რომელ სარკესაც შეუძლია iPhone-ის ეკრანში, როგორც რეალობაში ისე გამოგზაუროთ. თქვენ არ დაგჭირდება ვეირტუალური რეალობის სხვა კომპანიების სათვალეები. მხოლოდ ამ მარტივი სათვალის დახმარებით შეგიძლიათ შეიგრძნოთ ვირტუალური რეალობის გემო.
სათვალეს აქვს თამაშები, ვიდეოები, რომლებიც სპეციალურად ამისთვის შეიქმნა. ამას გარდა შეგიძლიათ ორმა ადამიანმა ერთმანეთში, რეალურ სამყაროში ითამაშოთ. მეტის, იმ ადამიანებს ვისაც არ ექნებათ Mira Prism-ს სათვალეები, შეეძლებათ თავიანთ iPhone-ში ნახონ ყველაფერი რასაც თქვენ უყურებთ ვირტუალურ რეალობაში.